პირველი ტაიმი თვალსასეირო არ გამოდგა. შესვენების შემდეგ თამაშის ტემპმა მოიმატა, მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ქუთაისელთა მეკარე ჰამზიჩი, რომელიც უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ, თუმცა ვერც მათ გაიტანეს და საბოლოოდ უგოლო ფრე დაფიქსირდა.
„თელავს“ და „ტორპედოს“ 10-10 ქულა აქვთ და შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან. 18 აპრილს, მერვე ტურში, „თელავი“ გასვლაზე „დილას“, ხოლო „ტორპედო“ „სიონს“ დაუპირისპირდება.