ბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია და დავითაშვილი დაასვენა, მათ გარეშე სძლიეს „გაგრას“ და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური 72)

„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ თამაში შემოუტრიალა, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა, მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" თბილისის "დინამოსთან" ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ დამარცხდა.

წყალტუბო.
„26 მაისი“

სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (5), 1:1 მ. ბაშელეიშვილი (8), 2:1 კალანდარიშვილი (52)

აქამდე უქულოდ მყოფმა „ლოკომოტივმა“ სიურპრიზი შემოგვთავაზა - "საბურთალოს" სძლია. აღსანიშნავია მასპინძელთა მეკარე ლომიძის კარგი თამაში.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ჭიაბრიშვილი (2), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (76)


მკითხველის კომენტარები / 16 /
ესტონეთის უსუსტესმა ნაკრებმა ცხადაძის საქართველოს ნაკრებს მოუგო 3:0 (თამაშით უფრო დიდი ანგარიშით წაგებას ვიმსახურებდით)
ამის შემდეგ მის მწვრთნელობაზე საუბარი სიბრიყვეა
ნიკ
16 ივნისი 2022 23:33
6
ცხადაძე შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ რადგან ესტონეთთან 3:0 წააგო ეს არ წყვეტს ვარგა მწვრთნელად თუ არა.
მასეთი მიდგომით კუპერის დროს 6:1 თუ 6:2 წავაგეთ ბულგარეთთან და თქვენი აზრით კუპერის მწვრთნელობაზე საუბარიც სიბრიყვეა.
სხვათაშორის მყვირალა ჰოლანდიელის მერე კუპერი ერთადერთი იყო პირდაპირ რომ გვითხრა:
მე პოლიციელი არა ვარ და სამშობლოს სიყვარულს ფეხბურთელებს ვერ ვასწავლიო.
ეს პოლიციელი რატომ ახსენა არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი მე მგონი გასაგებია.
ვისაც არ გჯერათ ლელოლოში დაიბეჭდა ეგ სტატია და მოიძიეთ.
ოთარი
17 ივნისი 2022 10:01
2
რა დააშავეს ბოლნისელებმა ან რუსთაველებმა?
Sake
16 ივნისი 2022 22:56
0
დროა ცხადაძე ბოლნისში გადავიდეს ან რუსთავში !!!
ლევთერ
16 ივნისი 2022 20:56
2
ბატონო რომან ცხადაძე გაუშვი სახლში, ხო ხედავ გუნდი მის ხელში ძალიან დასუსტდა, ყველა ფეხბურთელს სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებს , ყველა შეშინებულია
ბესო
16 ივნისი 2022 20:55
2
ვინც უტარებს ცხადაძეს შეურაცხოფას ღირსიც არის,კაცები არ ყოფილან თორემ გაუნგრიონ უნდა სახე ნაციონალ ცხადაძეს…
ბესო-ს
17 ივნისი 2022 07:11
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული