ევროტურნირების წინ - ცხადაძე "დინამოდან" მიდის?

AutoSharing Option
ევროტურნირების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისის "დინამოში" შესაძლოა, სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდეს. "ფეისბუქგვერდ" Matchday-ის ინფორმაციით, კახა ცხადაძეს გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის.

Sportall.Ge

ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისური კლუბი წყალტუბოს "სამგურალთან" (1:2) დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ცხადაძე უკმაყოფილო იყო. ჯერჯერობით, ოფიციალური პოზიცია ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე ესტონური "პაიდე" იქნება, წყვილში გამარჯვებული კი სომხურ "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება.

altბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
დინამო ერთი კაცის საკუთრება არაა, ის ქართული ფეხბურთის ისტორიაა და მემორიალია!
დინამოს ფანებო რისთვის არსებობთ? - სტადიონზე რომ გახდილებმა იხმაუროთ? ქუთაისელმა ფანებმა ხომ ნახეთ რა ქნეს: ხელმძღვანელობის შემადგენლობაში ჩარევით გუნდი გამოაცოცხლეს!
ველოდოთ და ვნახოთ ისევ დინამოს გამასხარავება?
მანუჩარ, მურთაზ, სიომა, ვოვა, თენგიზ და ყველა სხვა ვეტერანმა, ვინც თავის დროზე ასახელეთ ქართული ფეხბურთი ამოიღეთ ხმა - რას გაჩუმებულხართ.
ვაჟა მასწავლებელი
16:21 18-06-2022
0
ფიფიამ არ იცის გუნდის მაართვა სამწუხაროთ, უნდა გაყდოს გუნდი და თავი დაანებოს ფეხბურთს
ვახო
15:24 18-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული