გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია

AutoSharing Option
დინამო თბილისს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს, თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2,5 წლით ვადით გაფორმდა. მასთან ერთად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გიორგი დეკანოსიძე იმუშავებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის ბოლო კლუბი თბილისის ლოკომოტივი იყო, სადაც 2020-21 წლებში მუშაობდა და კლუბთან ერთად ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ლოკომოტივის გარდა ქართველი სპეციალისტი სხვადასხვა დროს თბილისის საბურთალოს და ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც შეეხება ტიტულებს, გიორგი ჭიაბრიშვილი ზესტაფონთან და საბურთალოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2019 წელს კი, თბილისურ კლუბთან ერთად საქართველის დავით
ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. 2018 და 2020 წლის სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჟურნალისტებო ამოიღეთ ხმა და თქვით სათქმელი, ვისი გერიდებათ და ვისი გეშინიათ, ფიფიასი? ევროტურნირების წინ არ უნდა იცვლებოდეს მწვრთნელი და 1 კვირით ადრე არ უნდა იმატებდნენ ვაი ლეგიონერებს. არ ვარ დინამოს ფანი და შიდა ჩემპიონატში რას იზამს ნაკლებად მანაღვლებს, მაგრამ როდესაც საქმე ევროტურნირებს და საქართველოს სახელს ეხება, ამ შემთხვევაში თვალს ვერ დავხუჭავ და უბრალოდ ვერ გავატარებ. მერამდენედ უნდა შეარცხვინოს საქართველოს სახელი ამ გუნდმა და მისმა მფლობელმა! ნუ დაიგუბებთ პირში წყალს!
Anti
23:46 19-06-2022
2
წარმატებები გიორგის, მაგრამ როდემდე უნდა იტრიალოს დინამომ 1 წრეზე ყოველ წელს მწვრთნელის შეცვლა, 1 ეტაპს ვერ გაივლის და მერე ისწვ დაბრლდება მწვრთნელმა ვერ ივარგაო. სანამ ფიფია იქნება და მისი დამქაშები, ასე იქნება სულ. მთკიანად მენეჯმენტი უნდა გუნდი უნდა შეიცვალოს, თორემ მარტო გიორგი ვერ მოიგებს თამაშებს.
მუმუ
21:51 19-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული