გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა

AutoSharing Option
გიორგი მიქაძემ "თელავთან" კონტრაქტი საკუთარი სურვილით გაწყვიტა და "საბურთალოს" ჩაუდგა სათავეში.

"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს დღეიდან გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. მიქაძემ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს გამართა.

შეგახსენებთ, რომ თელაველთა ყოფილი მწვრთნელისთვის "საბურთალო" კარგად ნაცნობი კლუბია, ვინაიდან წარსულში ჩვენს ასაკობრივ გუნდებში უმუშავია", - გაავრცელა ინფორმაცია "საბურთალოს" პრესსამსახურმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად, 2 დღისწინ თელავზე აბოდებდა, ორ კაპიკზე გაიყიდა, რა ფეხბურთელიც იყო ნოლი, ისეთი კაცი ყოფილა, საქართველოს სახეა ეს ვითომ მწვრთნელი
მამუკა სვანი
07 ოქტომბერი 2023 01:47
4
რაში მჭირდება პროფესიონალიზმი, როცა ზნეობა, კაცობა ნულია.
დიმა
07 ოქტომბერი 2023 09:38
3
Ცხოვრებაშიც ასეთი აზროვნებით ცხოვრობ?ვინც მეტს გადაგიხდის იმისი ხარ?წარმომიდგენია რა ადამიანი იქნები
Თომა-ს
07 ოქტომბერი 2023 14:56
3
ასე მიატოვო გუნდი სეზონის მიმდინარეობის დროს არაპროფესიონალური კი არაა მარტო, არამედ უპასუხისგებობაც არის და უპატივცემლობაც საკუთარ პროფესიასთან პირველი რიგში და მერე თელავის გუნდის მიმართ. წარმატებას იმსახურებ მაშინ და მოდის წარმატება როცა მართლაი ხარ პირველი რიგში საკუთარ თავთან. თავი თუ უფრო მეტ კარტოფილზე გაყიდე იმ მომენტში როცა სეზონი მიმდინარეობს ეს მართალი საქციელი არაა. შენ საქმეს თუ კარგად მიხედავ ახლა სეზონის მიმდინარეობისას რა გააკეთოს თელავმა? გკიდია....? ხოდა არ ხარ მართალი.
G.LA
07 ოქტომბერი 2023 14:03
1
დაიწყება ეხლა კომენტარები, ეს რა იკადრა მიქაძემ, როგორ დატოვა თელავი და წავიდა საბურთალოშიო, ფულზე გაიყიდაო და ათასი რამ,დემჩენკოსი არ იყოს, გეგონება მიქაძეს ჯვარი ქონოდა დაწერილი თელავზე.მადლობა უთხარით რომ საერთოდ გავარდნას გადაარჩინა გუნდი.მწვრთნელია, პროფესიონალია და სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ იქ წავა.
თომა
07 ოქტომბერი 2023 08:49
14
ფეხი არ წაუცდეს თორემ დარჩება უMუშევარი
uca
07 ოქტომბერი 2023 08:40
0
Kontraktebs ver deben am chempionatshi tu raxdeba midi modiaa
Oqri
07 ოქტომბერი 2023 11:13
0
ჩვეულებრივი სამსახურია, დააწინაურეს და წავიდა.
100%
07 ოქტომბერი 2023 08:08
1
პირველი შემთხვევაა 100%-ით რო გეთანხმები!!!რა მნიშვნელობაა აქ ფულის გულისთვის რას და ვის გაყიდი.ე.ი.სულით ხარ გამყიდველი.ვინმეს რო მოუნდეს მიქაძეს გუნდში მიყვანა ამის მერე ასჯერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის.მე პირადად ძალიან მიხაროდა თელავის და სამტრედიას კარგი თამაში.ნეტავ გაგრაც ათამაშდეს და შუქურაც.
G.LA-ს
07 ოქტომბერი 2023 14:55
1
მე პირადად კახეთს ვურჩევ ომარ თეთრაძე დანიშნოს
მგელი
07 ოქტომბერი 2023 10:13
2

სიახლეები პოპულარული