საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა, 29 წლის გამოცდილი სერბი მცველი ვიხილოთ

AutoSharing Option
29 წლის სერბმა მცველმა ივან მილადინოვიჩმა რუსულ "სოჭისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ეს ყველაფერი კი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ის, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში ვიხილოთ.

ფეხბურთელის აგენტმა ანტონ სინკოვმა RB Sport-ს უთხრა, რომ მისი კლიენტის სამსახურით ქართული და ყაზახური გუნდები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაკეთებულა.

მილადინოვიჩს კარიერის ძირითადი პერიოდი "სოჭში" აქვს გატარებული. ასევე უთამაშია "ნიჟნი ნოვგოროდში", "რადნიჩკისა" და "იაგოდინაში".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტორპედოში მინდა !! საჭიროა ცენტრ მცველი და საყრდენზე მოძრავი ძლიერი მაღალი გამოცდილი
beqa
15:48 24-01-2024
0
სოჭში თუ იყო სასწაული იქნება ეგ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული