"გიორგის შესახებ ეს საიდუმლო შემიძლია გითხრათ..." - დავით კერესელიძემ თქვა, რამდენ მილიონს სთავაზობდნენ არაბიძის სანაცვლოდ

AutoSharing Option
გადაცემაში "სპორტი იმედზე" ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გიორგი არაბიძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შემოთავაზებები ბევრი იყო, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელი გუნდში დარჩა. 

"ყველა სხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ამიტომ გახსნილად შემიძლია გითხრათ, რომ არაბიძე დარჩა "ტორპედოში". ასევე შემიძლია რაღაც საიდუმლო გითხრათ გიორგის შესახებ, რადგან გულშემატკივარს ციფრები უყვარს და ამასაც დაგისახელებთ.

მაქსიმალური შემოთავაზება, რაც არაბიძის სანაცვლოდ მივიღეთ, იყო 1,2 მილიონი ევრო. ჩვენ შევაფასეთ, რომ მის დონის ფეხბურთელს ამ თანხით ვერ მოვიყვანდით, ეს ფეხბურთელსაც ავუხსენით და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
ის "ტორპედოში" დაჯდებოდა. 

ამ ეტაპზე გიორგი საქართველოს ჩემპიონატს ძალიან სჭირდება. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ უფრო მეტად სანახაობრივი უნდა გახდეს საქართველოს ჩემპიონატი და მაყურებელი მივიდეს ფეხბურთელების სანახავად, ასეთი მოთამაშეები უნდა შეინარჩუნო და არაბიძე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც სტადიონზე მაყურებელი მოჰყავს", - თქვა კერესელიძემ.
მკითხველის კომენტარები / 23 /
სწორი მიდგომაა.თუ ამ თამაშებში,ნაკრებში ათამაშეს,ზაფხულში კი,ევროტურნირებზეც ითამნაშა და ტორპედომ რაღაცა წარმატებებსაც მიაღწია,არაბიძის კარგი თამაშის ფონზე,მას გაცილებით მეტი ფასი დაედება,ხოლო თუ შევძელით და ევროპის ჩემპიონატზეც გავაღწიეთ,რა თქმა უნდა მას კიდევ უფრო დააფასებენ.მაშინ,მართლაც ღირსეულად დააფასებენ და მის საკადრისი გუნდსაც გუნდსაც მონახავს.არაფერი აქვს საჩქარო.ამით მან, ადრეც საკმაოდ იზარალა.
სოსო
15:34 10-03-2024
0
რა გინდათ,საქართველოს მასშტაბით კარგი ჩემპიონატია.
თქვენ თუ მარტო პრემიერლიგას და ელ-კლასიკოს ადარებთ არ ვიცი და შეადარეთ ბულგარეთის ჩემპიონატის თამაშს ცსკა-ლევსკი,
თუნდაც დანიის რანდერსი-ორჰუსის თამაშს,
ან თუნდაც თვით არგენტინის ცენტრალ კორდობა-პლატენსე
ან თუნდაც იგივე ყაზახეთის ტობოლი-აკტობეს.
გინახავთ ეს თამაშები მოედანზე რა ხდება?
მე ტოტალიზატორს ვთამაშობ სამწუხაროდ და ბევრ თამაშს ვუყურებ.
უშუალოდ მოედანზე რაც ხდება არ არის ცუდი,
სხვა საქმეა ზოგი სტადიონი-მაგალითად თელავმა დინამო ამოატრიალა ნასკივით-მაგრამ სტადიონი ტრაილერების ბაზას გავს.
სამტრედიაში ერთი ტრიბუნაა,ვითომ არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ.
გაგრა თამაშობს პეტრიაშვილზე,მაგრამ არავინ პრეზიდენტის გარდა აფხაზეთიდან არ არის და გუნდიც ვერ არის მაღალ დონეზე-ამერისნაერად მაინც რო აიწიოს მთელი აფხაზეთის ხალხი ივლის სტადიონზე.
და ყველაზე მთავარი-შეფუთვა,
კომენტატორები დარბაისლურად და ნელა ლაპარაკობენ-ოდნავი ემოციის გარეშე,მასე რო გააკეთებ კომენტარს ვინ მივა სტადიონზე.
პამპერსის ან კევის რეკლამის დონეზე მაინც შეიყვანეთ ხალხი აზარტში ბიჭო.
უშუალოდ მოედანზე კიდე ტემპიც არის,გოლებიც და ყველაფერი რაც ამ ეტაპზე შეიძლება გუნდებს მოვთხოვოთ.
უბრალოდ ცოტა გაქექვა ჭირდება,მოდურად რო ვთქვათ დაბუსტვა
Levani
17:52 10-03-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული