ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარი "დილა" მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა.

ოდესური გუნდის გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გუნდებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რასაც ფეხბურთელების დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა, ფეხბურთელების დასაცავად გუნდები კი მატჩის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

შედეგად, მეორე ტაიმის ნაცვლად, ახლო მდებარე სხვადასხვა სტადიონზე კლუბებმა შეხვედრა ერთმანეთში ითამაშეს. "დილას" აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

შენიშვნა: მთავარ ფოტოზე გორის "დილას" გასული სეზონის შემადგენლობა
მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს ფრხბურთის და ზოგადად სპორტი არ მცოდნეები რატო გამოდიხართ ხოლმე სიტყვით.იყო ალბად ისეთი რომ ვერ მოითმინეს...ისე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უკრაინული გუნდები ძალიან უხეშები არიან.ნებისმიერი..გუნდი.ეხლა ხო გუნდები აღარ არიან ჭე კლასის ფრხბურთრლები ყავთ.ნუ უმეტესი.
გიო
17:32 19-02-2025
0
უკრაინელები უკვე ხალხად აღარ ითვლებიან ქართველების მიმართ ზიზღი აქვთ და სწორადაც მოიქცნენ გორელები რომ შეწყვიტეს თამაში. ისე მოხარული ვიქნები თუკი ქართული და უკრაინული გუნდები ერთმანეთს აღარ შეხვდებიან ევროტურნირებზე.
Ycxo
15:52 15-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული