უეფას ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები და შანსი ბოლო კალათიდან

AutoSharing Option
2018 წლის სექტემბერში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩები გაიმართება. ტურნირში 55 გუნდი ჩაერთვება და ოთხ დივიზიონად გაიყოფა. ეს დივიზიონები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, უეფას რეიტინგის მიხედვით დაკომპლექტდება.

A დივიზიონში საუკეთესო რეიტინგის მქონე 12 ნაკრები მოხვდება, შემდეგი 12 - B ლიგაში, 15 - C-ში, ხოლო ბოლო 16 - D-ში. A და B დივიზიონებში 4 ჯგუფი სამეულებისგან დაკომპლექტდება, C - ერთი სამეულისგან, ხოლო ოთხში - 4-4 გუნდი იქნება, რაც შეეხება D ჯგუფს, იქ 4 კვარტეტი შედგება.

ერთა ლიგაში ნაკრებები დივიზიონიდან
დივიზიონში დაწინაურდებიან და დაქვეითდებიან. ერთა ლიგის სატურნირო მდგომარეობა განსაზღვრავს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას რომელ კალათაში მოხვდება ესა თუ ის ნაკრები.

ეროვნული გუნდებისთვის უეფას ბოლო შუალედური რეიტინგი (ფიფას რეიტინგში არ აგვერიოს) 2017 წლის 26 მარტს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ შედგა. ერთა ლიგის ჯგუფების შემადგენლობა ახლა რომ
კომპლექტდებოდეს, ნაკრებები დივიზიონებში ასე გადანაწილდებოდნენ:

A დივიზიონი
გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, შვედეთი

B დივიზიონი
სლოვაკეთი, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვენია

C დივიზიონი
უნგრეთი, დანია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ისრაელი, შოტლანდია, ბულგარეთი, ნორვეგია, კვიპროსი, ლიტვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი

D დივიზიონი
ფინეთი, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ლიხტენშტაინი, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

ბევრ გუნდს, მათ შორის საქართველოსაც (უეფას ბოლო რეიტინგში მე-40 ადგილზე ვართ), აქვს შანსი, უკეთეს (უფრო მაღალ) დივიზიონში მოხვდეს.

გამარჯვებული 2019 წლის ივნისს, ოთხი ჯგუფის გამარჯვებულის დასკვნით ტურნირში გაირკვევა.

საქართველო D დივიზიონშია, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს ჩვენი შანსიც არის: აუტსაიდერთა დივიზიონის გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ეს გუნდი მარტში დაგეგმილი ოთხთა ტურნირის საშუალებით გაირკვევა, სადაც ერთმანეთს 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრებებიდან დიდ საერთაშორისო ტურნირებზე (ევრო 2004) მხოლოდ ლატვიას უთამაშია.

და კიდევ: შესაძლოა, რუსეთი და უკრაინა ერთ დივიზიონში მოხვდნენ, მაგრამ არა - ერთ ჯგუფში. იგივე ეხებათ სომხეთს და აზერბაიჯანსაც, სანამ არსებულ გადაწყვეტილებებს უეფას აღმასკომი არ შეცვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
მარტივად რომ ვთქვათ,ჩვენ მოგვიწევს პაექრობა დ დივიზიონის გჯნდებთან,ანუ ყველაზე სუსტ გუნდებთან ევროპაში....თუ გავიმარჯვეთ ამათთან პაეწრობაში,მაშინ პირდაპირ ვხვდებით ევროპის ჩემპიონატზე....ეს ტურნირი არ გამორიცხავს ევროპის ჩემპიონატის ტრადიციულ საკვსლიფიკაციო ტურნირს,ანუ გსიმართება ამ ტურნირის პარალელურად...ისე,აქ ერთი საინტერესო პარადოქსია,რომელიც იმაში მდგომარეობს,რომ მაგალითადჩვენს ნაკრებს,ამ შემთხვევაში არ აწყობს მსოფლიოს ამ შესარჩევის დარჩენილი თამაშების მოგება,რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება რო მოვხვდეთ გაუმჯობესებული რეიტინგით არა დ,არამედ ც დივიზიონში,სადაც ჩვენი მეტოქეები გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან....ანუ,ჩვენ გვაწყობს,რომ მსოფლიოს ამ შესარჩევის დარჩენილ შეხვედრებში დავმარცხდეთ....პარადოქსია,მარა ფაქტია...
ქუთაისი
17 ივნისი 2017 16:49
1
და რა არის გაუგებარი აგერ შენ ტოლებთან ითამაშეო ხოდა ამთ თუ ყველას მოუგებ ევროპაზე გასვლაც შენი იყოსო.
quTaiseli
17 ივნისი 2017 16:29
0
ვაისი უნდა დარჯეს ,ამაზე უკეტეს სპეციალისტ ცჰვენ ვერ ვნაჰავტ....
otar
17 ივნისი 2017 15:59
0
რაღაც შანსი ამათან მართლა გვაქვს.კარგი მწვრთნელის ხელში ჩვენს ნაკრებს ამათი დამარცხება ნამდვილად შეუძლია. დღეს ჩვენ ნაკრებს უნდა 25 წლის რომ იყვნენ კობი,კალაძე, შოთი და ევროპაში მართლა ვიქნებოდით საშუალო დონის გუნდი.
gode
17 ივნისი 2017 14:56
0
საქართველო,სან მარინო, ლიხტენშტაინი, ანდორა,და გასულები ვართ პირველზე ეგ კაი მარა ფლეი ოფში 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება ერთმანეთსო დაა იქ შანსები მცირე იქნება
გოგი
18 ივნისი 2017 14:26
1
ანუ როგორც რაგბში?
უიმე
18 ივნისი 2017 14:11
1
ამხანაგური არანაირად არარის ეხლა ჩამთავრდება მსოფლიო შესარ
ჩევი და მორჩა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.აქედანაც დიდი ალბათობით გაგვიჭირდება გასვლა.





ჩვი და მორცა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.
quTaiseli
18 ივნისი 2017 10:14
1
ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი.
ხალხო ამ გუნდებიდან ერთთან მაინც ხომ მოხვდები? ან ფინალურზე ხომ უნდა შეხვდე? მერე რას იზამ მოუგებ?
ამდენი ოპტიმისტი და მეოცნებე რაც საქართველოშია, მე მგონი არსად არ არი.
haha
18 ივნისი 2017 09:40
1
მე რამდენადაც ვიცი, ეს ტურნირი არის ამხანაგური თამაშების ნაცვლად.
დათო
18 ივნისი 2017 04:09
1
მართალი ხარ, სწორი შენიშვნაა. ხოდა მოდი ჩვენც მოლდოვასთან პირველ ტაიმში დაყენებული არასწორი სასტავიც მაგას დავაბრალოთ :) გათვლილი აქვთ ჩვენი ფეხბურთის ბოსებს ყველაფერი და არ იგებენ თამაშებს ამ ტურნირის კენჭისყრამდე :) პროსტა სენტ კიტსზე რო არ მოეგოთ სახლში არ გამოდიოდა რა :) აი ამ ტურნირის კენჭისყრა რო იქნება და ბოლო დივიზიონში აღმოვჩნდებით იქ დაცხებენ მერე, დააწვენენ ყველას ბეჭებზე ;)
ქუთაისი-ს
17 ივნისი 2017 18:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული