ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციას ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველი ვაკო გვილიაც ესწრებოდა, რომელმაც უელსთან ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

- ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.

"ხვალინდელი მატჩი ძალიან რთული იქნება, ვეთამაშებით ევროპის საუკეთესო გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება გარეთ ბეილი, უელსის ნაკრებში თამაშობს აარონ რემზი და სხვა ვარსკვლავები.

ძალიან სამწუხარო ამბავია ოქრიაშვილის ტრავმა, ყველა გვერდში ვუდგევართ მას და
მჯერა, უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე იყო.

ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა და დროა, ქართველ გულშემატკივარს სიხარული დავუბრუნოთ. წესით, ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ უიღბლობამ შეგვიშალა ხელი. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ და გამარჯვებას ვიმსახურებთ.

ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, კლუბში არ ვთამაშობ, მაგრამ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვლადიმერ ვაისი მენდობა და ვეცდები, გავამართლო მისი იმედები.

ხვალ მატჩს უელსის 2000 ფანი დაესწრება. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს", - თქვა გვილიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
1. ირბინეთ ბოლომდე და ითამაშეთ მეტოქის ნახევარზევე აქტიური პრესინგი 2. ამოძრავეთ ბურთი, უკან პასებიც და არა მეკარისკენ! 3. დაარტყით შორიდანაც! 4. არ გაუშვათ "ბურთი გასახდელში"/ტაიმის მიწურულს და გაშვებული ბურთის მერე ყურებს ნუ ჩამოყრით! 5. და ბოლოს - ცხოველი ინტერესი გვაქ გულშემატკივრებს გავიგოთ თუ რა არის ეს უსაშველო მოგება! გესმით? მოგება გვინდა, თამაშინ მოგება! | წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ მარტო ჩვენი კეთილი სურვილების იმედად ნუ დარჩებით მთლად, პაწა თქვენც შეაშველეთ ხელი/ფეხი..
Shotik
20:50 05-10-2017
0
გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ვაკო მის გუნდში ძირითად შემადგენლობაში იშვიათადააო.
zurab
22:32 05-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული