დავით მუჯირი: გვსურს, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს...

AutoSharing Option
გაგრძელდება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობა? ამ კითხვით "ლელომ" სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს უელსთან თამაშის წინ მიმართა:

"ჩვენი სურვილია, ვაისი უფრო მეტხანს დარჩეს და იმუშაოს. სასიამოვნოა, რომ თანამშრომლობის გასახანგრძლივებლად ორივე მხარეს დიდი ინტერესი გვაქვს. იმედია, ახლო მომავალში ეს ყველაფერი ოფიციალური გახდება და კონტრაქტი გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ყველას უკეთესი შედეგი გვინდა, თუმცა, რეალობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ჩვენი მთავარი ინდიკატორი ის არის, რომ პროგრესს ვხედავთ. იყო რამდენიმე მატჩი, რომელშიც უკეთეს შედეგს და
გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმედი გვაქვს, სწორი და სტაბილური მუშაობა შედეგს გამოიღებს", - ამბობს მუჯირი.

თავის მხრივ, ვაისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა და იქვე დასძინა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ის საბოლოო პასუხს სერბეთთან მატჩის შემდეგ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
უფრო შემტევი, გინდაც წააგო,
აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს,
ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ!?
შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა.

მოჰქროლავს აგერ, ბურთი აქვს ფეხში,
პას გადის მარჯვნივ, ხანაც მარცხნივა,
ჩაკიდულები, ჩაწოდებები,
ბურთები გააქვს ქვილითაის.

ვაისი არის ნაკრების მხსნელი,
მუჯირი ამბობს, მოისაკლისა,
თუ ფულს არ იღებს მიეცით მეტი,
თორემ ვერ გვტოვებს, გაისაძლისა.
poeti
09 ოქტომბერი 2017 02:23
1
კურტ კურტისის საყურადღებოდ: ეს გამონათქვამი იაშინს ეკუთვნის, რაც მან ლეგენდარული ქართველის სიომა ბარქაიას მისამართით იხმარა. იაშინს პირადად მე უდიადეს მეკარედ მივიჩნევ, მაგრამ ამ შემთხვევაში მან, სამწუხაროდ, კნინობით შეფასებას მიმართა, რამეთუ ბარქაია ხშირად უტანდა მას გოლებს და ასე შეეცადა ,,თავის მართლებას". ბარქაიამ კი შესანიშნავად იცოდა სად და როგორ ურტყამდა(ერთერთი უჭკვიანესი და ტექნიკური ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთში)! ბატონი სიომა ბარქაიას ნათქვამიდან ვიცი, რომ ბარქაია და იაშინი–ეს დიდი სპოტსსმენები– შემდგომში დიდი მეგობრები გახდნენ(ბარქაია მოსკოვშიც ჩავიდა იაშინის დასაფლავებაზე).
თამაზი
08 ოქტომბერი 2017 12:58
1
shabat kviras da sagamos xutis mere evropidan (saprangetidan)blokavt esemesebs?MUJIRS VINKITXAVS VIN DARCHEBA DA VIN WAVA..NAKREBI ARIS ERIS,GULSHAMATKIVRIS.MAGRAM SARGEBLOBT IMIT ROM GULSHEMATKIVARI AQ KOMENTAREBIT SHEMOVIPARGLEBIT DA AQCIEB ARVAWYOBT,KOMENTAREBS KIDE TQVEN AR KITXULOBT,ROGOR GEKADREBAT.ES JURNISTEBI KIDE QECBAIAS ROM AXCHOBDIT,AM VAISAS RATOUGOREBT KOCHS?!VAWADZEZE DAGVCINA,BEGLARASHVILS DA IMLIGAS DASCINIS,MAKARIDZE AZZEARIYO VINIYO DA UAMRAVI ASETI MAGALITI DA PLIUS MSHISHARA MWVRTNELIA DA MWVRTNELIROM TAVIS GASAMARTLEBLAD PEXBURTELEBIS AUGS ITYVIS,IS UNDA WAVIDES,WASULIC UNDA IYOS....AMATKI MOSWONT.....
euhh
08 ოქტომბერი 2017 12:38
0
ბატონო დავით არც ვაისია ნიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები ვართ პაპუასები ფეხბურთში. ეს ნაკრები ჩვენი ხალხისაა და არა ფედერაციის და ვაისის! იქნებ გამონახოთ დრო და მიმართო ხალხას ფედერაციამ სანმ ჯერ კიდევ დროა!!
ახალი ზელანდია
08 ოქტომბერი 2017 01:03
0
სტალინი რო იყოს ყველას კედელთან ატუზებულს გნახავდოით თბილია სავარძელი დავით ? :)
ნოდო
07 ოქტომბერი 2017 23:20
0
თქვე უნამუსოებო ფედერაციაში ვინცა ხართ რა გააკეთეთ უკან მივდივართ ფეხბურთელები არა გვYავს ინფრასტრუქტურა და საფეხბურთო სკოლები ნოლი წადი თქვენი მაფიოზა ///
mafia
07 ოქტომბერი 2017 20:23
0
სერბეთში ამ გუნდის წასვლა არ შეიძლება!კვირკველიას და კაშიას გარდა ნორმალური სათამაშო დრო არავის აქვს.სირბილიც არ შეუძლიათ!სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალონ თორემ ისე გადაგვირბენენ როგორც პოლონეთმა სომხეთს გადაურბინა.სერბეთი ისედაც ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი არარის.ცოტა ხნის წინ მაგათი სამთავრობო დელეგაცია სოხუმში იყო ჩასული.
niko.
07 ოქტომბერი 2017 18:41
0
ვაისი არაპერსჰი სვაჰია ,პეხბურტის იპრასტუკტურა რეგიონებსჰი 0 ,ტბილისი არა მარტო საკარტველო -არის რეგიონები...
otar
07 ოქტომბერი 2017 18:40
5
სნამ მთავრობა მილიონებს ბავშვთა ფეხბურთში და მწვრთნელთა განათლებაში არ ჩადებს არაფერიც არ გვეშველება. კარგია დიდ ფეხბურთში ჩადებული თანხები, მაგრამ იმ გუნდში უსწავლელი ფეხბურთელი რომ მივა, როგორ ითამაშებს? ბავშვთა ფეხბრთს მიხედეთ და შეიძლება რამე გვეშველოს.
ბონდო დოლაბერიძე
07 ოქტომბერი 2017 18:15
0
სნამ მთავრობა მილიონებს ბავშვთა ფეხბურთში და მწვრთნელთა განათლებაში არ ჩადებს არაფერიც არ გვეშველება. კარგია დიდ ფეხბურთში ჩადებული თანხები, მაგრამ იმ გუნდში უსწავლელი ფეხბურთელი რომ მივა, როგორ ითამაშებს? ბავშვთა ფეხბრთს მიხედეთ და შეიძლება რამე გვეშველოს.
ბონდო დოლაბერიძე
07 ოქტომბერი 2017 18:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული