გურამ კაშია: მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას!

AutoSharing Option
გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

15 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლავური ეკეთა.

საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას დაუპირისპირდა საფეხბურთო სამყარო და საქართველოს ნაკრების მცველს მხარი დაუჭირეს: ნაკრების ფეხბურთელებმა, ფედერაციის პრეზიდენტმა და წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა.

გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც თანადგომა გამოუცხადა:
"ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას!
მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ."

- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ

- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბუზიდან დაწყებული სპილოთი დამთავებული ყველგან ბუნებაში არის ეს ფენომენი და უნდა ვაგიაროთ უბრალოდ მეტი არაფერი. და ამას ისიც დავამატოთ რომ დასაკარგი ქართველებს არ გვყავს არცერთი ადამიანი. ასე რომ უბრალოდ ერთნაირი უფლებები უნდა ქონდეს ყველას მიუხედავად ორიენტაციის. ასე ეზიზგებოდათ გერმანდელებს ებრაელები, მათ შორის აინშტაინი აგდა კაცი და წავიდა ამერიკაში და მთელი თავისი ნიჭი ამერიკას მოახმარა. კაშიას სამკლაური რეკლამა არაა. ამას რეკლამას ვერ გაუკეთებ რომც გინდოდეს იმიტომ რომ ეგეთები იბადებიან და არ ხდებიან მომავალში ასე რომ დაწყნადით მართლა გადამდები კი არაა;).
vato
17:04 28-10-2017
5
კაშია აწი რამე გემის კაპიტანი თუ იქნება და ისეც არა შავ ზღვაში.... არა მართლა ესენი ალბათ აღარ აპირებენ საქართველოში ცხოვრებას თუ რა ხდება რას გაიფუჭეს თავი! რამდენს გთხოვდნენ მიბაძეთ რაგბისტებს, ქართული მეომრული სული გაიზიარეთო და ხომ ხედავთ ყველაფერში მართლა მისაბაძი ყოფილან, მათ შორის ამ გეების მიმართ დამოკიდებულებაში!
ნიკალა
16:53 26-10-2017
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული