გურამ კაშია: მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას!

AutoSharing Option
გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

15 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლავური ეკეთა.

საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას დაუპირისპირდა საფეხბურთო სამყარო და საქართველოს ნაკრების მცველს მხარი დაუჭირეს: ნაკრების ფეხბურთელებმა, ფედერაციის პრეზიდენტმა და წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა.

გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც თანადგომა გამოუცხადა:
"ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, მიყვარხართ და ვაფასებ თქვენს თანადგომას!
მე მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის,რომ ჩემი წარმატებით გაგახაროთ. ახლა მხოლოდ მოახლოებულ საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ."

- ცნობილი ფეხბურთელები, რომლებსაც LGBთ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურები ეკეთათ

- ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ მეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი მაგრამ აიკრძალოს ფეხბურთი ამასაც რაღა უნდა ბოდიშის მაგივრად სწორად მოვიქეციო იძახის
gega
12:34 26-10-2017
10
მადლობა თანადგომისთვისო კიდევ, მადლობა კი არა ბავშვები გიყურებენ, თითქმის ყველა ამაზე წერს მაგარი გაბრაზებული გინდა ფბ-ზე და საერთოდ ყველა ჩემ გარშემო მაგარი შეურაცხყოფილია ამათი საქციელის გამო!!! აკრიფეთ რაა ნებისმიერ ძებნაში სიტყვა გეი აღლუმი ნებისმიერ ენაზე მაგალითად gay parade და დაათვალიერეთ ერთი კარგად ვის უცხდებთ მხარდაჭერას! კარგად ნახეთ და მაშინაც თუ არ შეგრცხვებათ ქართველების და თქვენი შვილების წინაშე მაშინ ჩვენ ნაღდად ვერაფერი ვერ გვექნება თქვენთან საერთო!!!
ისევ მე
14:52 26-10-2017
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული