"ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?!" ანუ, როგორ გაისროლა ზუსტად 6-ჯერ მიზანში ვლადიმირ ვაისმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებზე სტატიის დაწერას ვაპირებდი და ქეთი დოლიძის "კუკარაჩა" გამახსენდა. დიახ, ქალბატონო ქეთი, თქვენი "კუკარაჩა" ნანახი გვაქვს.

რა შუაშია "კუკარაჩა"? კარგი, მივყვეთ თანმიმდევრობით...

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა იმ სასამართლოს ჰგავდა, სადაც მსჯავრდებული მურტალო იმყოფებოდა. დიახ, მეგობრებო, მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ციკლის მერე ვლადიმირ ვაისს და მის შეგირდებს ხომ კრიტიკა არ აკლდათ...

კი მაგრამ, ვის ვასამართლებდით, ვლადიმირ ვაისს თუ ჩვენს ფეხბურთელებს? ალბათ, საქმე მაინც მთავარ მწვრთნელში იყო, რომელსაც სასამართლო პროცესზე პასუხი უნდა გაეცა კითხვისთვის: რა იქნება შემდეგ?

არ ვიცით, შეუძლია თუ არა ვლადიმირ
ვაისს ქალს ყოველდღე ერთი კალათა წითელი ვარდი მიართვას, მაგრამ იმედის მოცემა, რომელიც ბოლო დროს ასე ჭირდა, შეუძლია.

ახალი წელი და ახალი იმედი. ასე იწერებოდა სპორტულ პრესაში და ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როგორ გაართმევდა საქართველოს ნაკრები თავს დაკისრებულ მოვალეობას.

ბატონმა ვაისმა და მისმა ბიჭებმა, არც აციეს, არც აცხელეს და ლიტვას სულაც 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. სხვა საკითხია, უფრო მეტის გატანა რომ შეგვეძლო და ვითომ ქვეყნებში მეგობრული ურთიერთობის გამო ლიტველები დავინდეთ...


გულშემატკივარი სასიამოვნოდ გაოცებული და ნასიამოვნები დარჩა. და მაინც, გაჩნდა კითხვები: იყო თუ არა ეს გამარჯვება გამონათება და ხომ არ ვეთამაშეთ ძალიან სუსტ მეტოქეს?

ყველაფერ ამაზე თუ არა, მცირედით მაინც ამ კითხვაზე პასუხი ესტონეთთან მატჩს უნდა გაეცა. აღნიშნულ ნაკრებთან დაპირისპირებაში "ჯვაროსნებმა" ზოგი წამყვანი მოთამაშე დაასვენეს და ზოგიც საერთოდ ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც ჩვენი ნაკრების მოთამაშე ურთიერთშეთანხმებით თავის კლუბს დაუბრუნდა.

ქართველებს სიტყვა ჩინეთზე, ალბათ, პირველ რიგში, ჩინური მასაჟი გაგვახსენდება და არა აზიაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა. აღნიშნულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, სიტყვა ჯიმიზე არა ჯიმი ტაბიძე, არამედ "ჯიმი-ჯიმი, აჯა-აჯა" უფრო გაგვახსენდება.

ინდური მუსიკა იქით იყოს, და "უფას" ფეხბურთელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, რითაც "ჯვაროსნები" დააწინაურა.

მეორე ბურთმა კი სულაც ევროპული პრესა აალაპარაკა და ისეთი ქვეყნის ჟურნალისტებმა, როგორიც იტალიაა, ვაკოს გოლს ლეო მესის სტილში გატანილი ბურთი უწოდეს.


საბოლოოდ, ვლადიმირ ვაისმა 4 დღეში მიზანში 6-ჯერ ზუსტად ისროლა, განსხვავებით ინგასი, რომელმაც მურტალოს 7-ჯერ ააცილა.

თუმცა აცილებებზე სლოვაკმაც დაიჩივლა, აქაოდა, ბურთს კარში მე ხომ არ შევაგდებო?!

ქართულ-სლოვაკური სასამართლო პროცესი წარმატებულად დაიხურა. ბრალდებულმაც ჯერჯერობით თავს მხოლოდ გირაოთი უშველა, რადგან, როგორც ჩვენში იტყოდნენ, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.

იმედია, გავა წლები და ქართველი ჟურნალისტები, ზოგი კალმით და ზოგიც კლავიატურაზე კაკუნით მსგავს ფრაზებს დავწერთ:

- შენ შეგიძლია მსოფლიო რეიტინგის 101-ე გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანო?
- აი, ვლადიმირ ვაისს კი შეუძლია.

- შენ შეგიძლია გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი დანერგო?
- აი, ვლადიმირ ვაისს შეუძლია.

- შენ შეგიძლია იმ ქვეყნის ნაკრებით, რომლის ჩემპიონატიც ერთ-ერთი უსუსტესია, დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გახვიდე?
- აი, ვლადიმირ ვაისს კი შეუძლია.

ვლადიმირ ვაისიც ერთგვარი მურტალოა. სასამართლო პროცესი დაიხურა და მოსამართლემ ჩაქუჩიც დაარტყა. პროცესი მაისამდე გადაიდო, რომელიც ავსტრიაში, მალტასთან დაპირისპირებით განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
რა გაუტრაკეთ საქმე ამ არაბიძეს რა შეუძლია ან რა დაამტკიცა ახალ გაზრდულ ნაკრებში ვერაფერს აკეთებს ქაჯივით დდარბის და ეროვნულში გააკეთებს ჯერ სადაც დასამტკიცებელი აქვს იქ დაამტკიცოპს შახტარის დუბლებს ვერ გასცდა რამე რომ შეეძლოს დუბლებში კი არ ეყოლებოდათ აპიარებთ ამ ბავშვსაც და თავში აუვარდა თავის თავი მესი ჰგონია დაანებეთ და შეეშვით რა თქვენი ძალით პროფესორი ტვინები რა ვთქვი
gaguuuu
29 მარტი 2018 15:02
1
შახტარის დუბლებშიც აღარ ათამაშებენ ძირითადში.ეტყობა არაბიძის ნათესავები აკომენტარებენ,თორემ რიგითმა გულშემატკივარმა რატომ უნდა ისურვოს ნაკრებში არ მესმის.მაგის ნორმალური თამაში მე არ მახსენდება.
მერო
29 მარტი 2018 17:05
3
ტორე ეხლა ქვილითაია ბდღვნის ან კაჩარავა ბურთს რო მიიღებენ არ იციან რაუნდა უქნან
maradona
29 მარტი 2018 23:26
1
: შენ ვინც ამ რედაქციაში ჟურნალისტად აგიყვანა იმას შეუძლია ადეკვატურად აზროვნება?

: აი ვლადიმერ ვაისს კი შეუძლია
ეს რა ხდება?
29 მარტი 2018 14:10
1
ნამეტანი ხმამაღლაა ეს "სტატია" დაწერილი. მაგრამ ამას კიდევ ეშველება - ხმადაბლა წაიკითხავს კაცი, აი ამ ნაჯღაბნის ავტორს რა ეშველება, ეგაა საკითხავი.:D

P.S. უფასო რჩევა: წაი ბიძია, რამე სხვა საქმით დაკავდი, არაა წერა შენი საქმე.;)
ნოშრევან შიკლგრუბერი
30 მარტი 2018 06:33
2
ვერაფერი გავიგე, წითელა მაქვს და სიცხიანი ვწევარ, ჩემს თავს დავაბრალებ
Lagashi
29 მარტი 2018 14:39
1
სულ ხო არ აირიეთ, რეებს წერთ რა ექვსი გასროლა , რის კუკარაჩა რა მურტალო, რომელი ვაისი, შესრჩევში გამოჩნდება ყველაფერი, ასეთი აჟიოტაჟების შემდეგ ბევრჯერ დავრჩით პირშიევროპა-მსოფლიოგამოვლებული....
gogla
29 მარტი 2018 15:47
3
ბიჭო ლუტვას და ესტონეთს მოვუგეთ რამე ხომ არ მეშლება ან გამომეპარა? ისეთ აჟიოტაჟს ქმნით თითქოს ზედიზედ ინგლისი და ჰოლანდიას გავუტანეთ 6 გოლი. ცოტა დასტოინათ მოიქეცით. ესტონეთან ლიტვასთან ლუქსემბურგთან და მეოთხე მიკროს გუნდებთან მოგებას ნუ ასაღებთ წარმატებათ. აი სლოვენია ბელგიას დონის გუნდებს რო მოუგებ მერე გინდა კუკარაჩას შეადარეთ და გინდა გრიგოლ ხანძთელს. ქალებივით წივიხართ უკვე..
Vano
29 მარტი 2018 14:34
13
ლაშა შცილო, იქნებ ძალები სხვაგან მოგესინჯა, სხვა სფეროში შეიძლება უკეთესად იმუშაო,,, კაკაურიძეს ვასწავკეთ ძლივს წერა და ახლა შენ შემოტეცებს ეს ხალხი ნაღდათ ვეღარ გაუძლებს.... (რა კუკარაჩა?! რას ბოდიალობ ...!)
Vasili
29 მარტი 2018 16:45
1
ნეტავ არ ბოდიალობდე:)))
terasini
29 მარტი 2018 20:48
3
კაი რა ლაშა ჯიგარო,თქვენს საიტზე ვკითხულობ სტატიებს ქართულ სპორტზე,ისე ნუ იზამთ, რომ საერთოდ დავანებო თავი თქვენი სტატიების კითხვას.ისეც არაფერს კარგს და საზრიანს არ წერენ ქართული საიტები..... უბრალოდ მიიღეთ თხოვნად ეს ნათქვამი
niko
29 მარტი 2018 16:23
0
ასეთი ჩანახატის ქვეშ ვაჟა ფშაველაც კი მოაწერდა ხელს . . .
Mesi
29 მარტი 2018 14:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული