სფფ-მ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ყურების შემდეგ ადრენალინს გამოჰყოფთ.
აღნიშვნის ღირსია ფორმის ახალი დეტალი - მხრებზე მაისურას სამი შავი ზოლი აქვს.
დიდი ალბათობით, ახალი ფორმით ნაკრები ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩში გამოვა, რომელიც 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა ყაზახეთში და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს 18:00 საათზე გამართავს.
ყველა ჯანმრთელადაა - საქართველოს ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა