რას წერს ყაზახური პრესა საქართველოსთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ფოტო: kazfootball.kz

6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ერთა ლიგის ტურნირის ისტორიაში პირველ შეხვედრა სწორედ ყაზახეთსა და საქართველოს შორის გაიმართა. ხოლო ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

გთავაზობთ ყაზახური პრესის მიმოხილვას ერთა ლიგის შეხვედრის შემდეგ.

Sports.kz - ნამდვილი ყაზახეთი - პრობლემების გარეშე არ შეგვიძლია
"რამდენიც უნდა გვესაუბრა "ასტანა არენაზე" გამართული ყაზახეთი-საქართველოს ერთა ლიგის მატჩის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ამ შეხვედრაში ჩვენ არ მოგვიგია. ეს ქართველებმა გააკეთეს და საკმაოდ დამსახურებულადაც. ფეხბურთში, როგორც ცნობილია, გატანილი გოლების გარეშე ვერ
გაიმარჯვებ, ხოლო ყაზახებმა ამ მატჩში მხოლოდ ნენად ერიჩის კარი დალაშქრეს.

გიორგი ჩაკვეტაძის გოლი ყაზახეთის ნაკრებისთვის შოკის მომგვრელი იყო. რაღაც ერთი წუთის წინ ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ქართველები სისუსტეს გამოიჩენდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ორივე გოლის შემთხვევაში საკმაოდ გონივრულად მოქმედებდა გიორგი ჩაკვეტაძე. როგორც ჩანს, ამ ბიჭს ნამდილად დიდი მომავალი ელის.

მაგრამ ახლა ჩვენს მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ამ მარცხის შემდეგ არც ისე ნათლად მოჩანს. ახლა ყაზახეთის ნაკრებმა ანდორას და ლატვიას უნდა წაართვას ქულები და ქართველების ქულების დაკარგვის იმედად ვიყოთ. პრინციპში, მოვლენების ასეთი განვითარება შეუძლებელი არ გახლავთ. საქართველოს ნაკრების ემოციური ფეხბურთელები სტაბილურობით არასდროს გამოირჩეოდნენ, თუმცა ყაზახეთის ნაკრებს, პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს და არა ოპონენტების შეცდომების.

რა უნდა ვთქვათ - გვიყვარს ჩვენთვისვე სერიოზული პრობლემების შექმნა და შემდეგ მათი გმირულად გადაწყვეტა. როგორც ჩანს, ყაზახეთის ნაკრებმა კვლავ ეს გზა აირჩია, თუმცა ამით საბოლოო შედეგი შესაძლოა უფრო სასიამოვნო აღმოჩნდეს, თუ ბოლომდე ვირწმუნებთ საკუთარი თავის".

Vesti.kz - მოერივნენ, მაგრამ წააგეს
"ასტანა არენაზე" შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა, თუმცა მატჩის სტატისტიკიდან გამომდინარე, მასპინძლები უფრო ღირსეულად გამოიყურებოდნენ.

კარისკენ დარტყმა 15-10 (კარში 4-3), კუთხურები 5-5, თამაშგარე 2-2, პასები 513-320 (ზუსტი 82%-74%), ართმევა/ჩაჭრა/აღება 37-33, გამოტანა 24-33, გაფრთხილება 1-1, ჯარიმა 17-12, ბურთის ფლობა 55-45".

Prosports.kz - ყაზახეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებთან უხეიროდ დამარცხდა
"ყაზახეთის ნაკრებს თავი ცუდად არ წარმოუჩენია, მაგრამ ფეხბურთში მთავარი შედეგია და ეს შედეგი არავის აწყობს".

Kazfootball.kz - საქართველოს ნაკრებს ასტანიდან გამარჯვება მიაქვს

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყაზახური პრესის კომენტარებმა დეჟავიუს გრძნობა გამიჩინა. თითქოს და ადრეც მსმენოდეს ეგ აზრი კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო:))) ნეტა საიდან მახსოვს ეს ფრაზა? :)
irakli81
16:26 07-09-2018
1
უაზრო ანალიზი გაუკეთებიათ, ერთი რამდენი აზრიანი შეტევა გააკეთეს ყაზახებმა?? ორი მაგარი მომენტი ქჰონდათ და ორივე ჩვენი მცველების და მეკარის უხეში შეცდომების გამო, სხვა რა მომენტებს ქმნდინენ?? საქართველოს ნაკრებმა მიგიჩინათ ის ადგილი და დაგანახათ სადაც იმყოფებით და ეტყობა ამან ძაან გააღიზიანა ჟურნალისტები.
ზაზა
15:15 07-09-2018
1

სიახლეები პოპულარული