რას ეუბნება გურამ კაშია თანაგუნდელებს გასახდელში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია INSTAGRAM-გვერდზე ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეო ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის შემდეგ გასახდელშია გადაღებული.

ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თანაგუნდელებს მიმართავს:

"არ გვინდა ზედმეტი რაღაცები, ჩვეულებრივად, თავმდაბლურად მოვემზადოთ მეორე თამაშისთვის" - ამბობს კაშია.

მატჩის შემდეგ მან მცირე კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა.

"შედეგით ყველა კმაყოფილია ალბათ. სათამაშო ხარისხს რაც შეეხება, ასეთი გეგმა გვქონდა, რომ აქ გვჭირდებოდა მოგება, რაც ჩვენ შევძელით, ცოტა უკნიდან ვითამაშეთ და მოწინააღმდეგეს დავუთმეთ ბურთის ფლობა", - განაცხადა თამაშის შემდეგ ქართველმა მცველმა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ მატჩში ყაზახეთი სტუმრად
2:0 დაამარცხა და 9 სექტემბერს თბილისში ლატვიას უმასპინძლებს.

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

alt"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

altგიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო

altგიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა

მკითხველის კომენტარები / 11 /
გმირად გახდომა რა შუაშია? აჭრელებულია ჩაკვეტაძის ქებით მთელი პრესა, ყველა აქებს ნავალოვსკის ღუმცა საკმაოდ ბევრი შეცდომაც ქონდა ნავალას და გოლი კიდე კაშიას ჩაჭრით დაწყებული კონტრშეტევით გავიდა და ერთი პატარა სტატია ეგრევე აგრესიას როგორ იწვევს ხალხო, სულს და გულს დებს ტიპი საქართველოს ნაკრებში და ყველა თამაშში და ესე როგორ მოიძულეთ... კაცთმოძულეობა სადმე ქართულ ტრადიციებში და ადათწესებში წერია? მჯიღს რო იცემთ ტრადიციებზე და ქართულ სულზე....
რა მაფიაა?
16:46 07-09-2018
8
გონიერი და ვაჟკაცური ლიდერი!
გულშემატკივარი
16:36 07-09-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული