ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
ხალხო ვულოცავ საქართველოს **გამარჯვებას.პენალტი მართლა იყო* თუ მე ვერ დავინახე *
.განმეორებითაც ცუდად ჩანდა*
დავით
09 სექტემბერი 2018 23:30
0
ისეთი პენალტი იყო, რომ არ დაენიშნა, ხმასაც არავინ ამოიღებდა, თუმცა არ იყოო მაგასაც ვერ იტყვი.
Irakli
10 სექტემბერი 2018 00:42
0
Exla dvalishvils vixilavt nakrebshi.naxet tu ara .. Jurnalistebs ra kitxvebi gaqvt ra aris erti gekitxat tu apirebs oqtombramde darchenas tamashebze dascrebas chempionatshi...
Emigranti
10 სექტემბერი 2018 02:48
0
გილოცავთ ყველას გაარჯვებას! საინტერესოა ქართული ფეხბურთის სტატისტიკის კარგად მცოდნე ხალხი თუ გაიხსენებს თუ ყოფილა ოდესმე, რომ საქართველოს ნაკრებს ზედიზედ ორი ოფიციალური თამაში მოეგო? მიუხედავად თამაშის დაბალი ხარისხისა, საქართველოს ნაკრები იმსახურებს ადგილს "ცე" ლიგაში.
ლუკა
10 სექტემბერი 2018 06:08
0
რომელ კატეგორიაში ვართ?კიდევ ვინ არის ჩვენს კატეგორიაში?ც კატეგორიაში ვინც არის ისინიც თუ არ აიწიეს მაღალ კატეგორიაში მუნდიალზე მოსაპოვებლად ვერ იასპარეზებენ..ასე რომ...გადახედეთ დ კატეგორიას...პერსპექტივებს...დიდი დაღმართი აღარ მთავრდება ..დაგვსვეს იქ სადაც გვეკუთვნოდა და ფეხბურთის მამები ვითომ არაფერი,თურმე ანდორას და ლატვიის მოგებით რამე შეიცვლება..
qocnacta samtavro
10 სექტემბერი 2018 00:52
2
რას მიედ—მოედები თუ კაცი ხარ? მოიგებენ აგინებთ ,წააგებენ აგინებთ
Emzar—Duisburg
15 სექტემბერი 2018 19:34
0
orive tamashi chakvetadzem gvishvela, gmertma gadmogvxeda, torem weisze susti mtvrtneli arzet nakrebs ar ekoleba.
nika
09 სექტემბერი 2018 22:46
7
13 ოქტომბერს ერთმანეთს ჯგუფის 1-2 ადგილოსნები დაუპირისპირდებიან საქართველო - ანდორა :-D
Zorbegi
10 სექტემბერი 2018 13:56
2
და ჩვენთან ქვეჯგუფში ყაზახი, ლატვია და ანდორა რომ არის და ამათი დამარცხებაც რომ შეგვძლებია.
კარგიათავი ბაწარში მაინც რომ არ გვაქვს გასაყრელი
10 სექტემბერი 2018 10:06
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული