ლატვიელი მცველი ჩაკვეტაძის პენალტზე: მსაჯმა ამით თამაში მოკლა

AutoSharing Option
"მსაჯმა საეჭვო პენალტი დანიშნა და თამაში მოკლა, რომელშიც ლატვია საქართველოსთან სტუმრად მატჩში ქულას მაინც იმსახურებდა", - ფიქრობს ლატვიის ნაკრების მცველი კასპარს დუბრა.

ლატვიური გამოცემა delfi.lv დუბრასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩის შესახებ საუბრობს.

"ბოლომდე ვიბრძოდით და ძალიან საწყენია, რომ პენალტით დავმარცხდით. ვფიქრობ, ანდორასთან ცუდი თამაშის შემდეგ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მოგებისთვის ბრძოლა.

სიმართლე რომ გითხრათ, სადაც კართან ცოტა მომენტი იქმნება, მე პენალტს არ დავნიშნავდი. პრინციპში, მსაჯმა ამით თამაში მოკლა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ,
შევუტიეთ, 4 კუთხური მოვიპოვეთ. შეგვეძლო გათანაბრება, მაგრამ არ გამოვიდა.

ვფიქრობ, საქართველოსთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია თამაში და ხალხს შეუძლია ჩვენი სჯეროდეს.

საქართველოს ნაკრებმა ზუსტად ის შემოგვთავაზა, რასაც ველოდით - ისინი ჩვენი დაცვის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ კომპაქტურად ვმოქმედებდით და სინამდვილეში რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ყველაზე სახიფათო მომენტი შორიდან დარტყმული იყო. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ქართველებმა ჩვენთან რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს", - ამბობს დუბრა.

შეგახსენებთ, რომ 77-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე ლატვიელების საჯარიმოში წააქციეს, ხოლო პენალტი ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა.

alt2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altთორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბრავო ბიჭებო, ბრავო ვაის!!!!!!!
კოტე
12:30 11-09-2018
0
Tqven AR mokalut dasawyisshive? Roca mteli gundi tqvens sajarimoshi ideqit
giorgi
12:03 11-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული