" ვლადიმირ ვაისი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელია და საინტერესო ტაქტიკებს იყენებს.
საქართველო ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და შეუძლია ეს მატჩი მოიგოს. თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.
საქართველოს ნაკრები კარგად დაკომპლექტებულია და თამაშობენ ძლიერი მოთამაშეები. მათ ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში კარგად ერთვებიან: ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი და ა.შ.
შევეცდებით ჩვენმა ნაკრების დაცვამ კარგად ითამაშოს და არ დავუშვათ შეცდომები, აგრეთვე გვსურს კარგი ბურთის ფლობა
საქართველოსთან ორიენტირებული ვიქნებით მოგებაზე და იმედია, ჩვენი გუნდი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. "
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორას ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
ვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...