ოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) ჟურნალისტებთან საქართველოს ნაკრების მცველმა ისაუბრა.

"გული დაგვწყდა, რადგან ძალიან გვინდოდა მოგება. ძალიან დიდი ხანია არ წაგვიგია და ეს კარგია. რა თქმა უნდა, ამით არ ვიმართლებთ თავს, მაგრამ ყაზახეთთან თამაშს ახლა უფრო კონცენტრირებულნი შევხვდებით.

იყო ბევრი პრობლემა, მაგალითად, მინდვრის საფარიც, მაგრამ ამით თავის გამართლება არ შეიძლება. დავსხდებით, გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე.

მინდა, გულშემატკივრებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც გვერდში გვიდგანან გასვლით მატჩებზეც და ძალიან გვეხმარებიან".

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან

ფრეს დასჯერდა

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული