საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის სამზადისს შეუდგა - ნავალოვსკი ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ანდორადან დაბრუნების შემდეგ თბილისში პირველი ვარჯიში გამართა.

ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ბაჩანა არაბულმა და გიორგი ჩაკვეტაძემ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. საწვრთნელი პროცესის დროს მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა, მომდევნო შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა გამოტოვეს. უკვე ცნობილია,რომ ანდორასთან სათამაშო ეპიზოდში მიღებული ტრავმის გამო გიორგი ნავალოვსკი ყაზახეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის მზადებას 22 ფეხბურთელით განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ყაზახეთთან მატჩამდე, ბოლო ვარჯიშს 18 ნოემბერს, კვლავ ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე გამართავს.

უეფას ერთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს რა ჭირი გვჭირს რა!ეხლა ჩვენ კიდევ ტრავმები გვინდოდა?მოკლედ აღარ ვიცი რა ვთქვა!არადა უეჭველად მოსაგებია ყაზახებთან მატჩი!იმედია ბიჭები ხვდებიან თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნახევარფინალის მასპინძლობას და ყველაფერს დადებენ მოსაგებად!
Alex.F.
17 ნოემბერი 2018 22:47
1
ძალიან ბევრი ტრამვა ხდება სამწვრთნელი პროცესის დროს. ან ბაზაა შესაცვლელი ან ფიზ მომზადრბის მწვრთნელი.
bokinio
17 ნოემბერი 2018 22:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული