ყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული საიტის Sports.kz-ს კორესპონდენტს ჰალიმჟან ერჟანოვს ეტყობა, ვერ მოუნელებია ერთა ლიგაზე მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა და მკითხველს არწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაჩაგრავენ. თანაც, ძალიან. გთავაზობთ ამონარიდს.

"ავიღოთ იგივე საქართველო, რომლის ჩემპიონატში ცოტა ლეგიონერია. უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ფეხბურთელებს მაღალი ხელფასი არა აქვთ, ამიტომ იქ უცხოელები არ მიდიან. თუმცა, ადგილობრივებში გამოჩნდებიან ხოლმე ისეთი ტალანტები, როგორიც გიორგი ჩაკვეტაძეა - პატარა ბიჭმა ორი გოლი გაგვიტანა.

ე.ი. მათი მოთამაშეები საზღვარგარეთული კლუბებისკენ მიილტვიან, რათა დიდი გასამრჯელო აიღონ. ჩვენები კი საზღვარგარეთ რატომ უნდა
წავიდნენ?! ჩვენთან ლეგიონერები კარგ ანაზღაურებას იღებენ, მათთან ერთად კი ჩვენებურები თამაშობენ და ისინიც კარგ ფულს იღებენ. მათ საზღვარგარეთ წასასვლელად სტიმული არა აქვთ.

ვთვლი, რომ ლეგიონერებზე ოპტიმალური ვარიანტი 5 უცხოელია, ეს ნორმალურია. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა მათ გვერდით ყაზახი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ჩემის აზრით, 3-4 წელიწადში ეს შედეგს გამოიღებს, თუ 10-გუნდიან ჩემპიონატს ჩავატარებთ და პირველ ლიგას გავზრდით.

იმავე საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით ყაზახეთი გაცილებით მდიდარია და ჩვენ გვჭირდება საქმისადმი სამეურნეო მიდგომა, რის შემდეგაც ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით ჯუჯები გახდებიან. კლუბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასურველ დონეზე უნდა იყოს. ბოდიშით, მაგრამ რამდენი ხანია ევროპულ ფეხბურთში ვართ და შედეგი პრაქტიკულად არ არის. თვით სტანმირ სტოილოვი ამბობს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა და მოედნები დაბალი დონისაა.

ქართველები დაგვცინიან, ამბობენ, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაკვალიფიციურები არიან".

მკითხველის კომენტარები / 31 /
მაგრამ გარეკა თყ არა ამას ვნახავთ
ყაზახების ნახწვარდაცვას მიაქცია ვინმემ ყურადღება
მწ ნამდვილად მივადევნე თვალი ჩვემს გარდა კიდე ეამდენიმე მათ თამაშს
სწორი აზროვნება დამახასიათებწლი იყო მთელი ჯგუფური ეტაპი გასაგებია არც ინიესტები ყავთ და არც მოდრიჩები და ცოდავდა ყველა მავრამ ნახევარდაცვაში ეს გუნდი საინტერესოა ჩვენ მაგათ ნახევარდაცვას ვერაფერი მოვუხერხეთ ეს იოლად შეგვიძლია დავასკვნად ორივე მატჩს თუ ისევ ვნახავთ
წარმატება ვუსურვოთ ჩვენ ჯუჯები ვიყით არარი პრობლემა ეგენი 3_4 წლის მერე ფინალში შეგვხვდნენ მსოფლიო თასზე და ჩვენ აუტსაიდერის რანგში მოვუგოთ არარი პრობლემა ასეთი ჯუჯები თუ ვინქბეით
მიერეკაბა
23 ნოემბერი 2018 01:47
12
ნახევარდაცვა მართლა სწორ ფეხბურთს თამაშობდა. მე არ მესმის რატომ არ უნდა გამოვარჩიოთ სწორი აზრი ისევ საქართველოს ქომაგებს შორის? ეს არ ნიშნავს იმას რომ ყაზახეთი გვჯობდა. არაააა.
haha
23 ნოემბერი 2018 10:34
0
საქართველო გეოგრაფიულად ევროპაა, ყაზახეთი აზია. შეუსაბამოა შედარება ფეხბურთში. ყაზახეთი უნდა ედრებოდეს ჩინეთს, რუსეთს, მონღოლეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს. იგივე 3-4 წელში შეიძლება ბელგიასზე ძლიერი ჩემპიონატი გვქონდეს.
1234
23 ნოემბერი 2018 13:10
4
აბა ზღვის გადაღმა კითხე ევროპელებს საქართველო ევროპა თუ არის. ამ ყაზახივით ნუ ვიმსჯელებთ.
რეზო
23 ნოემბერი 2018 19:57
0
ფული რომ გადამწყვეტი იყოს, საუდის არაბები მსოფლიოში ხუთეულში უნდა შედიოდნენ
გიგა
29 ნოემბერი 2018 20:02
0
ჰოლანდიაც თქვენზე პატარაა და რამდენიმე წელიწადში მაგათაც დაჩაგრავთ :))) ნიჭი ბიძიკო, ნიჭიიიი
giorgi
27 ნოემბერი 2018 11:29
0
თქვენ ჩვენამდე ვერ მოხვალთ, რადგან დღEს, ოცნების საქართველოში, ისე არაფერს ექცევა ყურადღება, როგორც ყანწს. თქვენ კი მხოლოდ არაყს სვავთ
ვარქსენ პიტიახში
23 ნოემბერი 2018 12:02
1
თქვენი ფული და ჩვენი ნიჭი, მსოფლიოს დავიპყრობდით(კარგი გაგებით)!!!
ჭიჭე
29 ნოემბერი 2018 13:36
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული