ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გიბრალტართან და საქართველოსთან მატჩებისთვის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 38 ფეხბურთელი მოხვდა.
ირლანდიის ნაკრების გაფართოებული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: დარენ რენდოლფი ("მიდლსბრო"), კეირენ ვესტვუდი ("შეფილდ უენსდი"), კიუვინ კელეჰერი ("ლივერპული"), კირან ო'ჰარა ("მაკლსფილდ ტაუნი"), მარკ ტრევერსი ("ბორნმუთი").
მცველები: შეიმუს კოულმანი ("ევერტონი"), მეტ დოჰერტი ("ვულვზი"), საირუს ქრისტი ("ფულემი"), რიჩარდ კეოგი ("დერბი"), ჯონ იგანი ("შეფილდ იუნაიტედი"), შეინ დაფი ("ბრაიტონი"), კევილ ლონგი ("ბარნლი"), ჯიმი დანი ("სანდერლენდი"), ინდა სტივენსი ("შეფილდ იუნაიტედი"), დერიკ უილიამსი ("ბლექბერნი"), სტეფენ
ვარდი ("ბარნლი").
ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი ("სანდერლენდი"), ალან ჯადჯი ("იპსვიჩ ტაუნი"), ჯეიმს მაკარტი ("ევერტონი"), ჯეფ ჰენდრიკი ("ბარნლი"), კონორ ჰურიჰეინი ("ასტონ ვილა"), ალან ბრაუნი ("პრესტონი"), ჰარი არტერი ("კარდიფი"), გლენ უილანი ("ასტონ ვილა"), დევიდ მეილერი ("ქოვენთრი"), შოუნ უილიამსი ("მილუოლი"), რობი ბრეიდი ("ბარნლი"), კელუმ ო'დოუდა ("ბრისტოლი"), ჯეიმს მაკკლინი ("სტოკ სიტი"), დერილ ჰორგანი ("ჰიბერნიანი").
თავდამსხმელები: შეინ ლონგი ("საუთჰემპტონი"), შონ მაგუაირი ("პრესტონი"), რონან კერტისი ("პორტსმუთი"), სკოტ ჰოგანი ("შეფილდ იუნაიტედი"), ეიდენ ო'ბრაიენი ("მილუოლი"), დევიდ მაკგოლდრიკი ("შეფილდ იუნაიტედი"), ჯეიმს კოლინსი ("ლუთონი"), პედრეიგ ამონდი ("ნიუპორტ ქაუნთი").
აღსანიშნავია, რომ გიბრალტართან და საქართველოსთან მატჩებში ტრავმების გამო ირლანდიის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან კირან კლარკი ("ნიუკასლი"), ჯონათან უოლტერსი ("ბარნლი"), კალუმ რობინსონი ("პრესტონი") და მაიკლ ობაფემი ("საუთჰემპტონი").
საბოლოო სიას ირლანდიელთა თავკაცი მიკ მაკარტი 17 მარტს გამოაცხადებს.
ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო - შვეიცარიის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ლევან ხარაბაძე: მოლოდინი მაქვს, რომ ნაკრებში გამომიძახებენ, მაგრამ ეს ვაისის გადასაწყვეტია
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლოვდება: ელემენტარული, რაც უნდა იცოდე