ფოტო: Gff.ge
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 19 წლის ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმის გამო ჩვენი გუნდის განაცხადში, შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვის, არ არის, თუმცა "გენტმა" დღეს, 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" შეხვედრისთვის 18-კაციან სიაში შეიყვანა.
"ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია, მასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციას "გენტთან" ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ჩვენმა ექიმმაც გასინჯა ის, სიტუაცია მარტივი არ არის. მას მუხლი აქვს შესიებული და ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა ოპერაცია?
გიორგი 2 დღე მუშაობდა პირველ გუნდთან
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს, 27 მარტს კი ირლანდიის ნაკრებს დუბლინში დაუპირისპირდება.
ერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებში - არა, "გენტში" - კი: გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს დაუბრუნდა