13 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მე-4 ტურში ქართველების "გენტი" სახლში 1:2 დამარცხდა "ანტვერპენთან".
მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ შეუშვა მოედანზე, როდესაც 0:1-ს აგებდნენ და მან 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ამის შემდეგ "გენტმა" გოლი გაუშვა და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.
შეგახსენებთ, გიორგიმ ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ წინა ტურში "გენკთან" 16 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ბოლოს გოლი 4 დეკემბერს თასზე "ბეერსჰოტს" გაუტანა.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"გენტი" შემდეგ ტურში, 21 აპრილს ბრიუსელში "ანდერლეხტს" შეხვდება.