გიორგი ჩაკვეტაძე: სავარაუდოდ, 6 თვეში დავიწყებ თამაშს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს სწორედ აქ გადის. გიორგი თბილისის "დინამოს" აკადემიას ესტუმრა. აღნიშნული ვიდეოკადრები თბილისის "დინამოს" აკადემიის 'ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა. გიორგი პატარა ფეხბურთელებს გაესაუბრა და საკუთარ ტრავმაზეც ისაუბრა.

"პირველი ორი თვე ვიქნები თბილისში. დიდი მადლობა თბილისის "დინამოს", რადგან ყოველდღიურად მოვდივარ აქ და ყველანაირად მეხმარებიან, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს.

რაც შეეხება ტრავმას, პირველი სამი თვე დასჭირდება რეაბილიტაციას. შემდეგ ნელ-ნელა შევუდგები ვარჯიშს და დაახლოებით 6 თვეში, სავარაუდოდ, უკვე დავიწყებ თამაშს", - თქვა
თბილისის "დინამოს" აღზრდილმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია ფეხზე და როგორც თვითონ აღნიშნა, 6 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვენდი უკვე გვიჭედავს ზედმეტია რა,,
ჩორნა
23 მაისი 2019 16:56
0
ყველაფერი კარგად იქნება.გამხნევდი გიო.ძალიან გვჭირდები.
სოსო
22 მაისი 2019 22:07
1
გიორგი. გული არ გაიტეხო, გაძლება მოგცეს უფალმა. ყველაფერი კარგად გექნება. გაიხარე და გაახარე შენი სამშობლო.
Alexandre
22 მაისი 2019 21:26
1
აღარ შევდივარ მობილურიდან სპორტალზე. ლელოზე გადავედი. ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ტენიდნენო, რა უბედურებაა, მოაშორეთ ეს რეკლამა, რამ გაგამწარათ
fifa
22 მაისი 2019 20:42
0
იმდენი ქნეს ვენდის ცხოვრებაში არ გავეკარები :)
lash
22 მაისი 2019 19:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული