ირლანდიელთა თავკაცი: გთხოვთ, სწორად გამიგოთ, საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ...

AutoSharing Option
11 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ჩვენ საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. თქვენს ნაკრებს დანიასთან არათუ ფრე, არამედ მოგებაც შეეძლო. თუმცა ამჟამად შვეიცარიაშიც მოსაგებად მივემგზავრებით და ხვალაც მოგება გვაქვს დაგეგმილი.

ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ სრულფასოვნად შეცვლიან.

ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ხვალ არ იქნებიან, მათ უკვე დიდი როლი ითამაშეს ნაკრების წარმატებაში
და მომავალში დაგვიბრუნდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაცვას გამოვარჩევდი. ჩვენ ვნახეთ წინა შეხვედრაში, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს დანიის ნაკრებს. ჩვენ შევეცდებით, თავისუფალი სივრცეები მოვნახოთ", - თქვა მაკარტიმ.

საქართველოსა და ირლანდიას შორის ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ოქტომბერს "დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" გააშუქებს.

altვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

altშეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა



მკითხველის კომენტარები / 11 /
მე მგონი გვაქვს შანსი ირლანდიასთან.
გიორგი
16:56 11-10-2019
2
ისე ვინც ასე თქვა მოსაგებად მოვედითო ვერცერთმა წაიღო 3 ქულა. ფრე მგონია ხვალ. დარწმუნებული ვარ ირლანდიელების პირველი საფიქრალი ხვალ არ წაგებაა და არ წავლენ ზედმეტ რისკზე,თუ ჩვენმა დაცვამ კარგად ითამაშა და არაფელი მიქარა.
გოგა
17:38 11-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული