საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
კიტეიშვილი ბრავოოოო. ერთერთი ვაისის შეცდომა იყო ის რომ, მეორე ტაიმში ყაზაიშვილი საერთოდ გაქრა რადარიდან და უნდა შეეცვალა საბა ლობჯანიძით
David
19:13 12-10-2019
5
მართალია გოლის გატანა გვიჭირს მაგრამ მთლიანობაში დალაგებულ ფეხბურთს ვთამაშობთ ასე თუ ისე, რა გუნდებში თამაშობენ ბიჭები ეგეც გავითვალისწინოთ, ტოპ ჩემპიონატში არცერთი არ გვყავს სამწუხაროდ, მოკლედ მაქსიმუმს აკეთებს გუნდი და ვაისი რაც შეუძლიათ. ჩაკვეტაძე რომ დაგვიბრუნდება კიდევ მოვუმატებთ თავისთავად.
და კიდევ ერთი; არაბიძე ფორმაშია და პენალტივით იტანს ჯარიმებს, რადგან ასე გვიჭირს ბურთის გატანა მემგონი დროა დაბრუნდეს ნაკრებში!
ლადი
21:35 12-10-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული