კონორ ჰურიჰანი: თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, ბურთს გვართმევდნენ

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან თამაშით და მატჩის შედეგით ირლანდიელთა ნახევარმცველი კონორ ჰურიჰანი უკმაყოფილო დარჩა და irishmirror-ს გამოუტყდა, რომ გაუჭირდათ.

ირლანდიელთა მძიმე საღამო თბილისში

"მწვანე ბიჭებს" გაუჭირდათ საქართველოსთან, რადგან მეტოქე მთელ მოედანზე გასაქანს არ აძლევდა.

ირლანდიელ ნახევარმცველთა ტრიომ (ჰურიჰანი, ჰენდრიკი და უილანი) რთული ბრძოლა გადაიტანა, ნელა მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეები მუდამ ასწრებდნენ.

აი, რა თქვა ჰურიჰანმა, რომელიც შეხვედრის წინ საქართველოს კარში კიდევ ერთი გოლის გატანას გვპირდებოდა.

"მართალი გითხრათ, გაგვიჭირდა. არასასიამოვნო იყო. ვიცით, უკეთ შეგვიძლია თამაში. თუმცა ჯგუფში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები ვართ. ეს
პოზიტივია. ამდენად, რამდენიმე დადებითი მომენტი არის.

ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, ძალიან ტექნიკურები არიან და ბურთს იჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა გააჩნდათ, მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნიათ, მხოლოდ შორიდან ურტყამდნენ კარისკენ და ჩვენ მოგების მეტი შანსი გვქონდა.

ეგანმა ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს კონოლისაც ჰქონდა შანსი. ქულა ქულაა და ჩვენ ვიცით, რომ უკეთაც შეგვიძლია ასპარეზობა.

თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, როგორც ბურთს მივიღებდით, გვართმევდნენ და ამაში თავად ვიყავით დამნაშავენი. კარგი იქნებოდა, მოედნის მათ ნახევარზე დაგვეჭირა ბურთი და ზეწოლა განგვეხორციელებინა.

ახლა ჟენევაში უკეთ თამაში გვმართებს. შვეიცარია ფავორიტი იქნება, გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას უნდა მივაღწიოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ესენი,რომ ყველა ბაქიბუქობს გავიგეთ,მაგრამ,დააკვირდით,ჯერ ყაზაიშვილს პასის გაკეთება ჯიუტად არ უნდა,მერე შენგელია შემოვიდა და,რომ დაარტყა ჯანო ედგა გვერდზე,მიეცი პასი,იგივე ყაზაიშვილი,საჯარიმოში არ მისცა პასი,ამ მომენტებისაგან შედგება ფეხბურთი,კიტეიშვილი ყოჩაღ,ფიზიკურადაც კარგია,ვაისს ალბათ მხედველობა არ აქვს,ხომ ჩანდა,რომ ოქრიაშვილი დაიღალა ვეღარ დარბოდა,სანამ არ წაიქცა და დაწვა მინდორზე,შემცვალეთო არ იქნა მისი შეცვლა,ლობჟანიძე ყოჩაღ ცოტა ადრე უნდა გამოეყვანა რა კარგად ებრძოლა მაღალ ბურთებზე,ანანიძე კარგი იყო,გრიგალავა კარგი იყო,კაცი ყოველ წელს.მაღალ დონეზე თამაშობს ძლივს გამოიძახა ბოლო თამაშებში,ტაბიძეს არაუშავდა,კაშიას დროზე უნდა ჩანაცვლება,კანკავა ნუ პროფესიონალია დებს ყველაფერს, და დროის გაყვანა რაღა იყო,ლორიას,რომ გაჰყავდა დრო იმას ვამბობ,შეიძლებოდა მოგება,რატომ არ გვჯერავს,რომ შეიძლება ამათი დამარცხება ხანდახან უნდა გარისკვა,გადაალაგე და ბოლო ოთხი წუთი შეუტიე დიდი ძალებით ხომ შეიძლება,მით უმეტეს,რომ ხომ დაინახეთ მაღალ ბურთებზეც ჯობდა ლობჟანიძე,შეცვალე ადრე ოქრიაშვილი ანდა,რატომ აყენებ ძირითადში,შემოიყვანე ბოლო ნახევარი საათი,ირლანდიაც დაღლილი იყო,კაცი ფიზიკურად ვერ არი და ეგერ მეორე ლობჟანიძე დანიაში,ხარაიშვილი შვედეთში,მომზადება აკლიათ მაგათ,რაც იყო დადებითი ბურთის ფლობა იყო ჩვენი,მორჩა პასს არ აძლევენ უკეთეს პოზიციაში მყოფს თან ხედავენ, მაინც თავის თავზე იღებენ,მე მგონი დავითაშვილი,არაბიძე,კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,სასწრაფოდ ძირითადში.
გოჩა
00:04 14-10-2019
2

ოქრიაშვილი ასოცით დარბოდა იმიტომ დაიღალა რაც მართალია გრიგალავამ მაგრად ითამაშა
გრიგოლ1408
01:36 14-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული