რა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს ნაკრებს შორის გამარჯვებულს თბილისში მიიღებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოსოვო ფინალში გავიდა?

არანაირად არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის და ერთა ლიგის გავლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

გულშემატკივართა დიდი ინტერესის გამო ვეცადეთ, აღნიშნული ინფორმაცია დაგვეზუსტებინა და მკითხველისთვის შემოგვეთავაზებინა.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს 117 ქვეყანას კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, თუმცა საქართველო მათ შორის არ არის.

როგორც საქართველოს ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, კოსოვოელი სპორტსმენები სპორტის
სხვა სახეობის ტურნირებზე საქართველოში უკვე იყვნენ და ფეხბურთშიც, წესით, პრობლემა არ შეიქმნება.

კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე განკარგულებას მთავრობა გამოსცემს. მაგალითად 2015 წელს იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების ნაწილს გთავაზობთ:

"იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა".

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, ქ. თბილისში, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (2015 წლის 26 ივლისი-1 აგვისტო) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2015 წლის 24 ივლისიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ფესტივალის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწვრთნელები, ოფიციალური თანმხლები პირები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი)."

მსგავსი ფაქტი წელსაც მოხდა, ბათუმში ჩატარებულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე კოსოვოელი სპორტსმენები იმყოფებოდნენ. წლევანდელ დოკუმენტში დამატებული იყო ერთი შტრიხი:

"განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას".

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ კოსოვოს დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა?

უეფას 2019 წელს მიღებული გადაწყვეტილებით -  გუნდებს, რომლებიც ვერ მიიღებენ კოსოვოს კლუბებსა თუ ეროვნულ გუნდებს თავიანთ ტერიტორიაზე, შეუძლიათ მოითხოვონ მატჩის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარება.

ეყოლება თუ არა კოსოვოს ქომაგების ჩამოყვანის საშუალება, ამაზე ინფორმაციას ნაკრების პრესსამსახური არ ფლობს. ეს საკითხიც, ალბათ, სპეციალური მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, დიდი როლი ექნება უეფას დამოკიდებულებას ამ ფაქტორთან დაკავშირებით.

„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“
მკითხველის კომენტარები / 36 /
თითქმის დარწმუნებული ვარ ჩრდილოეთ მაკედონია სახლში მოუგებს კოსოვოს. რა თქმა უნდა ფედერაციაც და მთავრობაც მზად უნდა იყვნენ მოვლენების განვითარევაზე. მარა მაიც მგონია ჩვენ პრესაში შეცდომით მეტი ყურადღება ეთმობა კოსოვოს ვიდრე ჩრდილოეთ მაკედნიას. მათ თავის ისტორიაში სხვა და სხვა დროს დამარცხებული ყავთ ხორვატია, დანია, ირლანდია, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი, უკრაინა, შოტლანდაი, ნორვეგია,ბულგარეთი, უელსი, ეკვადორი რაც კოსოვარებს სიზმარშიც არ უნახიათ ჯერ. დარწმუნებული ვარ თუ ყველანი ფორმაში გვეყოლებიან, თბილისში სწორედ მაკედონიასთან გვექნება საბრძოლო და მათაც რომ მოუვუგებთ ისიც მჯერა. ჯერ ბელოროსებზე უნდა ვიფიქროდ და ყველაფერი კარგად იქნება, მჯერა ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ.
G.LA
15:58 23-11-2019
1
თქვე დალოცვილებო,რუსეთის ძიუდოს ნაკრები მიიღეთ 2009 წლის სექტემბერში სპორტის სასახლეში ,მაშინ როცა 1 წლით ადრე მაგათი ბომბდამშენები გვბომბავდა და ჯარი გვაოხრებდა,რუსეტის ჰიმნზეც ამაყად იდგა მთელი დარბაზი ფეხზე ,ეს კოსოვო რა გახდა ,თანაც მთელმა მსოფლიომ აღიარა თითქმის
დავითი
15:52 23-11-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული