ბელარუსულმა pressball.by-მ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე გამოაქვეყნა წერილი და აღნიშნა, რომ შეიძლება ბათუმში გაიმართოს.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ჯერ უცნობია, სად ჩატარდება მატჩი. გთვაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს.
შავიზღვისპირულ ბათუმში სტადიონი შენდება, რომელსაც მატჩის მასპინძლობა შეუძლია
ნახევარფინალის საგზური ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოვიპოვეთ, სადაც ჩვენი მეტოქეები სან-მარინო, ლუქსემბურგი და მოლდოვა იყვნენ. პარალელურ კვარტეტში ქართველებმა ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან იმარჯვეს. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენზე მეტი ქულა დააგროვეს და მასპინძლობის უფლება მოიპოვეს.
შეხვედრის
ჩატარების ადგილად თბილისია მითითებული, თუმცა ცალსახად ამის მტკიცება არ შეიძლება, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის არენას ალტერნატივა გამოუჩნდა და ძველ სტადიონს კონკურენციის გამოცდა მოუწევს.
სად, თუ არა თბილისში?
ოდითგანვე ყველა მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოში სწორედ ამ არენაზე ტარდებოდა, რომელიც ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის სახელს ატარებს. მიზეზი რამდენიმეა: ლოგისტიკა, ადგილმდებარეობა და ტევადობა (55 ათასი). მისი "უახლოესი მდევარი" არენა, რომელიც მეორე გამოჩენილი საბჭოთა ფორვარდის, მიხეილ მესხის სახელობისაა, ორჯერ ნაკლებ მაყურებელს (24 700) იტევს.
საქართველოს ნაკრები სხვა ქალაქებშიც თამაშობს ხოლმე. მაგალითად, ორი წლის წინ ამხანაგურ მატჩში ჩვენს ნაკრებს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის არენამ უმასპინძლა. მაშინ გუნდები დაზავდნენ - 2:2.
მალე მწყობრში ჩადგება კიდევ ერთი არენა, რომელსაც მაღალი დონის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. თანაც, მხოლოდ საფეხბურთო დანიშნულების. ეს სტადიონი წმინდა საფეხბურთოა და ამაში მდგომარეობს მისი უპირატესობა. ბათუმის "დინამომ", როგორც მინიმუმ, უკვე გაინაღდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა და ამ ლამაზ სტადიონზე ითამაშებს.
მოასწრებენ კი?
ობიექტი დაგეგმილზე ადრე ჩადგება მწყობრში, ბელარუსთან შეხვედრა კი მარტშია დანიშნული. არენის საპროექტო გეგმა 30 მილიონი დოლარიდან 100 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სამშენებლო კომპანია "სტადიონი" იუწყება, რომ ნაგებობა ექსლუატაციაში იანვარში ჩადგება.
ოთხვარსკვლავიანი
თავიდან, 2012 წელს, დაგეგმილი იყო 35-ათასიანი არენის აგება, მაგრამ ის 20-ათასიანი იქნება და საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში უეფას სერტიფიკატის მქონე მეორე სტადიონი ექნება - ოთხვარსკვლავიანთა კატეგორიისა. ე.ი. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენთან.
ამა წლის ოქტომბერში უეფას წარმომადგენლებმა მინსკის "დინამოს" სტადიონს მაქსიმალური, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ნებისმიერი რანგის შეხვედრის მასპინძლობის უფლება აქვს.
ბათუმის არენის წმინდა საფეხბურთო დანიშნულებაზე ავჩქარდით. აქ კონცერტებიც გაიმართება, მაგრამ რადგან ის სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხებით შენდება, ფეხბურთი პრიორიტეტული იქნება...
...დიდი ფეხბურთისთვის, რომელსაც ძალიან მალე ბათუმში ვიხილავთ. პრემიერა ბელარუსის ნაკრების თამაშზე შედგება?
ისე მე ის უფრო მაინტერესებს რა ანგარიშით მოვიგებთ ამ თამაშს,ამას მოვახერხებთ ძირითად დროში,დამატებითში თუ პენალტების სერიაში?
მიუხედავად იმისა რომ ქობულეთელი ვარ და ბათუმში ამ მატჩის ჩატარება უფრო მისაღები უნდა იყოს ჩემთვის,წარმოიდგინეთ და წინააღმდეგი ვარ,ბევრი მიზეზის გამო,თუნდაც იმიტომ რომ დინამო არენა 3 ჯერ მეტ ადამიანს იტევს,ვიდრე ბათუმის ახალი სტადიონი დაიტევს და ეს მატჩიც აუცილებლად თბილისში უნდა ჩატარდეს,ამაზე ორი აზრი არ არსებობს.ეს ერთი საკითხი,ეხლა მეორე: ბატონო ჩემო,იქნებ ახსნათ თუ ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარებაში რას გულისხმობთ? იქნებ ბათუმი არ მიგაჩნია ქართულ ქალაქად თუ მე გავიგე ნეტა არასწორად?იქნებ გამცეთ პასუხი.