შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი იღებდა მონაწილეობას, უეფა-ს ეგიდით მიმდინარე წლის სექტემბერში გასამართი სანაკრებო მატჩების შესახებ იმსჯელეს.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, სექტემბრის როგორც ეროვნული, ისე 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩები მაყურებლის გარეშე შედგება.
ეროვნული ნაკრების სექტემბრის კალენდარი - ერთა ლიგის გათამაშება
5 სექტემბერი - ესტონეთი-საქართველო
8 სექტემბერი - საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია
21-წლამდელთა ნაკრების სექტემბრის კალენდარი - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
4
8 სექტემბერი - ლიხტენშტაინი-საქართველო
რაც შეეხება ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, აღნიშნულის შესახებ უეფა გადაწყვეტილებას სექტემბერში, მორიგ ვიდეოკონფერენციაზე მიიღებს.
პირველი მატჩი, სადაც უეფა მაყურებლის დაშვებას გეგმავს, ბუდაპეშტში გასამართი სუპერთასია. უეფას სუპერთასის შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს შედგება.
წყარო: gff.ge