ჩრდილოეთ მაკედონია ტოპ 5 ლიგის 6 ფეხბურთელით გვესტუმრება

AutoSharing Option
8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდს ამ მატჩში ტრავმირებული მცველი კირე რისტევსკი (დოჟა) და ნახევარმცველი ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, ლარნაკა) ვერ დაეხმარებიან.

პირველ ტურში ჩრდილომაკედონიელებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 2:1 სძლიეს, რამაც ბუნებრივია ისინი გაახარა, თუმცა "ჯვაროსნებთან" შეხვედრის წინ საკმაოდ თავშეკავებულები არიან და პრესაც არ აკეთებს ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თბილისში შემდეგ ფეხბურთელს იახლებს:

მეკარეები: დამიან შიშკოვსკი (დოქსა), დეიან ილიევი (იაგელონია), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი)

მცველები:
სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
მუსლიუ (ფეჰერვარი), დარკო ველკოსკი (რიეკა), ეგზონ ბეიტულაი (შკედნია), გიოკო ზაიკოვი (შარლერუა), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა)

ნახევარმცველები:
ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)

თავდამსხმელები:
გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ყველა დანარჩენს კი,სასთუმალთან თურმე მესის სურათები უკიდიათ.აბა, ძალიან საშიშნი არიან!
დ.დ.
07 სექტემბერი 2020 00:48
1
ლატვიას რამდენი ტოპ ფეხბურთელი ყავდა რო დაიფრინა თურქები არცერთი ყავდა მიხიჩა და პახარსი მანამდე როგორ გუნდებს მოუგენ საბერძნეთს და ნორვეგიას გასვლა და ჩვენგან კიდე ოთხი ქულა ხოდა აიაქსები და მილანები დაგვჩა გვერდზე.წაგებით არ წავაგებთ ხოლო მოსაგები სადაც გვაქ ბიჭებმაც კარგად იციან.და დარწმუნებული ვარ ევროპაზეც ვითამაშებთ.
zaza
07 სექტემბერი 2020 00:29
2
მეტჯერ დავარტყამთ, მეტჯერ გავიტანთ ! :)))))))
მევარმე
07 სექტემბერი 2020 00:21
0
ესტონეთთან მანძილიდან კარში დარტყმის მაგივრად ტრიბუნებს უმიზნებდნენ. ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრა ყველას არ შეუძლია. კვარაცხელია კარში ვერ ურტყამდა, ლობჟანიძემ ააცილა კარგი პოზიციიდან. ეს პრობლემა აქვს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს!
ლუკა
07 სექტემბერი 2020 04:47
2
ვფიქრობ მოვიგებთ 3:0ს-ს :))) ჩაკვეტაძე ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და კვარაცხელიას რა შეუძლია ყველამ ნახეთ..ესტონეთთან ცარიელ კარში ვერ გავიტანეთ და მთავარია მსგავსი მომენტების რეალიზაცია მოვახდინოთ..არაფერი განსაკუთრებულ და ტექნიკურ ფეხბურთს არ აჩვენებს მაკედონია, მთავარია ფსიქოლოგიურად განეწყონ კარგად !
ავთო
06 სექტემბერი 2020 23:21
8
ტოპ 5 ქვეყნის ჩემპიონატებიდან არა არ ყავდეთ ეხლა ბარსაში რეალში ფეხბურთელები, ჯენოა და ლევანტე თქვენ თუ გუნდები გონიათ:) მოვიგებთ ამ თამაშს.
გოგა
06 სექტემბერი 2020 23:19
17
ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ და გაეხარებინოთ ქართველი ქომაგები! არავიზე ნაკლებები არ ვართ. ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ, ამ ჩვენს კომენტატორებს ეშველებათ რამე? ბიჭოს, რომ ჩართავენ ბაზრობას აღარ მორჩებიან, რეებს მიედ-მოედებიან, მოივლიან ყველა გუნდების თითოეული ფეხბურთელების ისტორიებს და აღარ ჩერდებიან. ვის რაში გვაინტერესებს მათი ბიოგრაფიების დეტალები. თუ თამაშების რეპორტაჟები მიგყავთ მიყევით რა თამაშებს და შეგვარგეთ ყურება.ამათ ისევ რუსების კომენტატორები ჯობიან, ცოცხლად ემოციურად მიყავთ რეპო-ტაჟები. არ ვიცი რა დავაშავეთ ესეთი, რომ ფეხბურთის ყურება გინდოდეს და არ გაცლიდნენ ყურებას.
ბაჩუკი.
06 სექტემბერი 2020 23:14
3
არ ეშველებთ არაფერი. ნამდვილად!
იდალგო
06 სექტემბერი 2020 23:21
2
მალიორკა, უდინეზე, ლიდსი, ჯენოა, ნაპოლი, ლევანტე, სპორტინგი, ზაგრების-დინამო; ხოო..
შეტევის ხაზი საკმაოდ შთამბეჭდავი ყავს, წარმატებები ჩვენს ბიჭებს და მორიგი სამი ქულა!
Biankonneri
06 სექტემბერი 2020 23:01
2
ახლა გამოჩნდება, თუ რისი მაქნისები ვართ. ბევრად მეტი პოტენციალი გაგვაჩნია, ვიდრე პირველ თამაშში ვიხილეთ. პირველი თამაშის მოგება ძნელია ნებისმიერ გუნდთან და ჩვენ მოვიგეთ ის თამაში. კიტეიშვილი და ტაბიძე ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ იმედია ამ თამაშსაც მოვიგებთ. წაგებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მაქს. ფრე, რასაც მიაღწევს მაკედონია ჩვენთან.
vvv
06 სექტემბერი 2020 22:52
9
ფურცელზე ცოტა არ იყოს და საშიშად მოჩანს, მაგრამ სწორედ ასეთებით რო დაიწყებენ ბეჭებზე გაკვრას ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები ბევრად წინ ვიქნებით ისინიც და ჩვენი ქვეყნის იმიჯიც, წინ გამარჯვებისკენ წერტილი.
გულშემატკივარი
06 სექტემბერი 2020 22:34
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული