ჩრდილოეთ მაკედონია ტოპ 5 ლიგის 6 ფეხბურთელით გვესტუმრება

AutoSharing Option
8 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. სტუმართა გუნდს ამ მატჩში ტრავმირებული მცველი კირე რისტევსკი (დოჟა) და ნახევარმცველი ივან ტრიჩკოვსკი (აეკი, ლარნაკა) ვერ დაეხმარებიან.

პირველ ტურში ჩრდილომაკედონიელებმა საკუთარ მოედანზე სომხეთს 2:1 სძლიეს, რამაც ბუნებრივია ისინი გაახარა, თუმცა "ჯვაროსნებთან" შეხვედრის წინ საკმაოდ თავშეკავებულები არიან და პრესაც არ აკეთებს ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი თბილისში შემდეგ ფეხბურთელს იახლებს:

მეკარეები: დამიან შიშკოვსკი (დოქსა), დეიან ილიევი (იაგელონია), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი)

მცველები:
სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), ვისარ
მუსლიუ (ფეჰერვარი), დარკო ველკოსკი (რიეკა), ეგზონ ბეიტულაი (შკედნია), გიოკო ზაიკოვი (შარლერუა), კრისტიან ტოშევსკი (ტირანა)

ნახევარმცველები:
ენის ბარდი (ლევანტე), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), არიან ადემი (ზაგრების დინამო), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი)

თავდამსხმელები:
გორან პანდევი (ჯენოა), ეზჯან ალიოსკი (ლიდსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი), კრსტე ველკოსკი (სარაევო)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ამ ჯგუფში ევროპელი ექსპერტების აზრით, ყველაზე ძლიერი გუნდი არის მაკედონის ნაკრები,შემადგნლობით ფეხბურთელების კვალიპიკაცით და ა.შ.
ესტონეთი, ყველაზე სუსტია,ხოლო სომხეთი და საქართველო მეტ ნაკრებათ თანაბარი დონისანი არიან.
დიდი იმედი მაქვს, რომ მაკედონიას დავამარცხებთ და ამ ჯგუფსაც მოვიგებთ და გადავალთ ბ ლიგაში, ეს უკვე იქნება პროგრესი იქ უკვე სერიოზული ნაკრებები არიან.
ჩემი აზრით ც და დ ლიგის ნაკრებებს არანაირი პრეტენზია არ უნდა ქონდეთ არც მსოფლიოზე და არც ევროპაზე თამაშის.
ბ ლიგაში გადასვლით დიდ სიტყვას იტყვის საქართველოს ნაკრები ევროპულ ფეხბურთში რთული იქნება მაგრამ აუცილებელია ამ ჯგუფის მოგებაც.
გიორგი
01:08 07-09-2020
1
ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ და გაეხარებინოთ ქართველი ქომაგები! არავიზე ნაკლებები არ ვართ. ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ, ამ ჩვენს კომენტატორებს ეშველებათ რამე? ბიჭოს, რომ ჩართავენ ბაზრობას აღარ მორჩებიან, რეებს მიედ-მოედებიან, მოივლიან ყველა გუნდების თითოეული ფეხბურთელების ისტორიებს და აღარ ჩერდებიან. ვის რაში გვაინტერესებს მათი ბიოგრაფიების დეტალები. თუ თამაშების რეპორტაჟები მიგყავთ მიყევით რა თამაშებს და შეგვარგეთ ყურება.ამათ ისევ რუსების კომენტატორები ჯობიან, ცოცხლად ემოციურად მიყავთ რეპო-ტაჟები. არ ვიცი რა დავაშავეთ ესეთი, რომ ფეხბურთის ყურება გინდოდეს და არ გაცლიდნენ ყურებას.
ბაჩუკი.
23:14 06-09-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული