უეფამ კლუბებისა და ნაკრებების მატჩებზე მაყურებლებს დასწრების უფლება მისცა - რას გადაწყვეტს ისტორიული შეხვედრის წინ საქართველოს ხელისუფლება?

AutoSharing Option
8 ოქტომბერს თბილისში, "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, რომელზეც მაყურებლებს არ დაუშვებენ და მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს.

თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ 24 სექტემბერს ბუდაპეშტში უეფას სუპერთასის წარმატებულად ჩატარების შემდეგ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბებისა და ნაკრების მატჩებზე სტადიონის ტევადობის 30% მაყურებელს დართონ დასწრების უფლება, ოღონდ ეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, - იტყობინება უეფას პრესსამსახური.

ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება
პატივს სცემს გულშემატკივართა ჯანმრთელობასა და ყველა ქვეყნის კანონებს. კორონავირუსი ყველას საერთო მტერია, მაგრამ ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა და პრობლემები გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მაყურებელთა სტადიონებზე დასწრების საკითხში გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს, ვიდრე ადრე იყო".

საქართველოს ნაკრებისთვის ბელარუსთან მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, გულშემატკივართა მხარდაჭერა აუცილებელია და იმედია, საქართველოს ხელისუფლება საჭირო და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

altსომხეთმა საქართველოს ნაკრებს შეიძლება კვიპროსში უმასპინძლოს

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვისაც გონია, ბილეთების გაყიდვა, ან მაყურებლის მხრიდან წესების დაცვა რაიმე სირთულეს წარმოადგენს, ძალიან ცდება. ძალიან მარტივია ბილეთების დაბეჭდვაც(სულ 2-3 საათია საჭირო), სტადიონზე შეშვება შედარებით ადრე დაიწყება და არავითარი ექსცესი არ არის მოსალოდნელი.
მირო
12:02 02-10-2020
0
რასაც ქვემოთ ვწერდი!!! ახლა დაიდო ოფიციალურად!!! მთავარია ახალი დაბეჭდონ და გაყიდონ!!!
ექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის
დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.
დათო
00:54 02-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული