უეფამ კლუბებისა და ნაკრებების მატჩებზე მაყურებლებს დასწრების უფლება მისცა - რას გადაწყვეტს ისტორიული შეხვედრის წინ საქართველოს ხელისუფლება?

AutoSharing Option
8 ოქტომბერს თბილისში, "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს, რომელზეც მაყურებლებს არ დაუშვებენ და მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს.

თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ 24 სექტემბერს ბუდაპეშტში უეფას სუპერთასის წარმატებულად ჩატარების შემდეგ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბებისა და ნაკრების მატჩებზე სტადიონის ტევადობის 30% მაყურებელს დართონ დასწრების უფლება, ოღონდ ეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, - იტყობინება უეფას პრესსამსახური.

ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება
პატივს სცემს გულშემატკივართა ჯანმრთელობასა და ყველა ქვეყნის კანონებს. კორონავირუსი ყველას საერთო მტერია, მაგრამ ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა და პრობლემები გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას მაყურებელთა სტადიონებზე დასწრების საკითხში გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს, ვიდრე ადრე იყო".

საქართველოს ნაკრებისთვის ბელარუსთან მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, გულშემატკივართა მხარდაჭერა აუცილებელია და იმედია, საქართველოს ხელისუფლება საჭირო და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

altსომხეთმა საქართველოს ნაკრებს შეიძლება კვიპროსში უმასპინძლოს

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა მკითხაობა ამას უნდა ეხლა? თუ 20 ათასი დაუშვეს საიტზე დადებენ ვითომ 20 ათას ბილეთს სინამდვილეში შეიძლება 10 იყოს და დამარჩენ ათი ათას თავისი ხალხი გადააინაწილებს და დაჯდებიან იქ მუნჯებივით აბა რო იყვირონ და უგულშემატკივრონ რა პონტია ქაჯები ხოარ არიან ტაკოე წბილისელები არიან იმენა ვეიკელები.. გადაიღებენ სელფებს რო აი დავესწარით თამაშსო ბოლოს კი იკითხავენ ჩვენები რომლები არიანო რო თქვან თეთრები იმენა ძააააან დონე გუნდი იყოვო :D
რომა
22:59 01-10-2020
12
ამას რათ უნდა დიდი ფიქრი? დაბრუნდება შარშანდელი ბილეთები და დაიბეჭდება ახალი,სტადიონზე მაყურებლების ტევადობის 30%,რომელიც გაიყიდება 2-3 დღეში,შეიძლება არც დაჭირდეს ეს დრო.
zura
22:23 01-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული