"ჯვაროსნები" ისტორიულ მატჩში გამარჯვებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
და, ჰა, როგორც იქნა, გადადებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალი მოახლოვდა და სამწუხაროდ, მაყურებელთა გარეშე ჩატარდება. უეფას რეკომენდაციით, "დინამო არენაზე" 18 ათასი გულშემატკივრის დასწრება შეიძლებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა და საკუთარი მოედნის უპირატესობა დავკარგეთ. სახლიდან უქომაგეთო, გვიბრძანეს, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებს როგორ მიეხმარება, ცოტა არ იყოს და, ძნელი გასაგებია.

შეიძლებოდა სტადიონზე მაყურებელთა 30%-ის შეშვება თუ არა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა - სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. თუმცა, ამას სათანადო ორგანიზება სჭირდებოდა, რაც რაღაც რთულ ამოცანას არ
წარმოადგენდა. ხალხს მაინც ვერ დააკავებ და რა მნიშვნელობა აქვს, არენაზე შეიკრიბებიან თუ მის გარშემო?

ვერ გეტყვით, ფეხბურთის ფედერაციამ საკითხის განხილვისას რა პოზიცია დაიჭირა, მაგრამ ფაქტია, უეფას "ძღვენი" ვერ შევირგეთ. ფედერაციის მუშაობის ძირითადი განმსაზღვრელი ქვეყნის პირველი ნაკრებია. ის ერთგვარი აისბერგია და ღმერთმა არ ქნას და, ბელარუსებთან რომ წავფორხილდეთ (ამის გაფიქრებაც დაუშვებელია, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება), სფფ-ს ამას მწარედ წამოაძახებენ და არავინ ჩაეძიება, ჰკითხეს თუ არა მათ საერთოდ აზრი.

და ამას გარდა, ცას შიშით შევყურებ, რომ არ გაწვიმდეს და ისევე, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, კვლავ არ გაატაროს სტადიონის დრენაჟმა მოსული ნალექი და არ დაიტბოროს მოედანი. ამან იმ თამაშში ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. თუმცა, თუ ამინდის პროგნოზს ვენდობით და დავუჯერებთ, 8 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი არ იქნება, მაგრამ ბუნებისას რას გაიგებ - ის ხომ ჩვენს მთავრობას არაფერს დაეკითხება.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. მან მშობლიური სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და ახლა შეუძლია "ჯვაროსნებთან" ერთად ევროპირველობის საგზური მოიპოვოს.

ფეხბურთელებიც არნახულად მონდომებულები არიან. უქმეები ისე გავა ხოლმე, ლეგიონერთაგან ვერავინ გაიტანს გოლს, გასულ შაბათ-კვირას კი ქართული გოლების "წვიმა წამოვიდა". ნაკრებმა ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე გაღწევა, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ეს ვერ შეძლო გაცილებით ძლიერმა წინა თაობებმა და ამის შანსი ამჟამინდელებს აქვთ. ეს თაობა გაცილებით უფრო მოტივირებულია, რაც შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს.

მათ არ სჭირდებათ მომავალი დაპირისპირების თაობაზე ახსნა-განმარტება და იმედია, ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ. ვიქნები კატეგორიული და ვიტყვი - ეს ის მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ. ისინი ფავორიტები არიან, რასაც მეტოქეც აღიარებს და ჩვენს ფავორიტ გუნდს ყველა ქართველი უქომაგებს, ვისაც სპორტის ნომერი პირველი სახეობა სიგიჟემდე უყვარს და ვისაც საერთოდ არ ესმის. ეს მთელი ერის მატჩია, რომელშიც ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მხოლოდ ცისფერი ეკრანებიდან ვუგულშემატკივრებთ.

ღმერთო, შენ გაუმართლე ჩვენს ბიჭებს!
მკითხველის კომენტარები / 23 /
ძალიან გთხოვთ, იქნებ პირველ არხს მიაწვდინოთ ხმა სიგნალი არ დაბლოკოს და მოგვცეს საშუალება საზღვარგარეთ ვუყუროთ ჩვენი ნაკრების თამაშს.
პ.ს იმედია საერთოდ აჩვენებს პირველი არხი ამ თამაშს
ემიგრანტი
06 ოქტომბერი 2020 22:34
0
მე არ მაქვს იმედი რომ არ დაბლოკავენ. უკეთესია საიტმა დადოს ლინკი როგორც აკეთებს ჩემპიონატის თამაშების დროს. გთხოვთ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ.

სპორტალს წიმასწარ მადლობას ვუხდით.
G.LA
07 ოქტომბერი 2020 02:46
0
ხო სულ რო ბლოკავს ეს ვითომ საწოგადოებრივი მაუწყებელი!!!
Luk
06 ოქტომბერი 2020 23:34
0
ყველა გამოხმაურება
იქნება აუცილებლად - დაადასტურა უეფამ რომ პლეი-ოფებში ვარ-ი იმოქმედებს
სიმართლე
06 ოქტომბერი 2020 22:06
1
აქ სხვარამეშია საქმე.
ამათ ავადმყოფურად ეშინიათ ხალხის შეკრება.
ყველაფერი ჩა...ლია ქვეყანაში და ეს თამაში რო წააგონ იქნება ბოლო წვეთი დაეს 60 ათასია მასა მიადგება პარლამენტს და ფედერაციას
max
06 ოქტომბერი 2020 21:55
20
პოლონეთშიც უმაყურებლოდ ჩაივლის და იქაც ეშინიათ?!))) რაღაც დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე,მეცოცხეებო(((აქეთ არ ჩაგქოლოთ ხალხმა ,თქვე ერის მოღალატეებო!
dima
07 ოქტომბერი 2020 14:48
0
WAR იქნება ხალხნო?
ვარი
06 ოქტომბერი 2020 21:25
1
იქნება
გიორგი
06 ოქტომბერი 2020 22:09
1
არ იქნება
WAR
06 ოქტომბერი 2020 21:46
14
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული