საქართველოს ნაკრები პოლონეთში 3 ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას პოლონეთში გამართავს. უეფას გადაწყვეტილებით სომხეთის წინააღმდეგ შეხვედრა ქალაქ ტიხში შედგება. საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისიდან ჩარტერული რეისით ქალაქ კატოვიცეში 10 ოქტომბერს ჩავიდა. სომხეთი - საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქ ტიხის სტადიონზე ჩვენი გუნდი დღეს ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრებს 11 და 14 ოქტომბერს სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტრავმების გამო გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები პოლონეთში 25 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია,
ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

10 ოქტომბრის განრიგი, ქალაქი ტიხი, პოლონეთი
17:30* - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
18:00* - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოუშვი ვაის მაკარიძე-კარში, შენგელია მარჯვნივ, კვარაცხელია მარცხნივ, ტაბიძე მარჯვნივ, დვალი მარცხნივ, კვირკველია-გრიგალავა შუა დაცვაში, კვეკვესკირი-კანკავა შუა ნახევარდაცვაში, ყაზაიშვილი-ოქრიაშვილი წინ თავდასხმაში! მეტი რაღა დავწერო!
მწრთვნელი
19:32 10-10-2020
7
იცი რა მიკვირს ხალხო? რატომ ხართ ასე ჩაწიკლულები ზოგიერთები მაკარიძე მაკარიძე ზე ? რა ლორია ბათუმის დინამოს მეკარესავით წარამარა დარტყმულ ბურთებს უშვებს თუ რას ითხოვთ ერთი? ის უფრო მოსთხოვეთ რომ ქვილითას და კაჭარავას ნუღარ ეძახით ნულზე ქვევითაა ორივე ერთად აღებული და ერთი ოქრი ან ერთი ყაზეიშვილი ორ-ორჯერ მაინც სჯობიათ მაგათ ! თუ რამეს წერთ ობიექტურად დაწერეთ მაინც ! და კიდევ დროზე შეცვლებს რატომ არ აკეთებსო ?ბიჯო ვინც საუკეთესოა ის ყავს სასტარტოში,მარტო გვილია იყო იქიდან გამძლიერებელი და შეცვლებს რომ აკეთებს გინდა არ გინდა გუნდი კარკავს ტემპსაც და შეტევის მარგი ქმედების კოეფიციენტსაც.....ერთი დეტალიც თუ არ მუშაობს გამარტულათ ძრავში გათიშულია კომპრესია ....ასე იყო ქვილითას გამოყვანაის შემდეგ ....მარა რომ აღარ გვყავს ეს ფეხბურთელები რა ვქნათ? შენგელიას ჯერ შე თამაშება და გამოცდილება აკლია მგონი ....მნიშვნელოვანი დანაკლისია და ხელად დარტყო გუნდს ჭანკვეტაძის და ჯანოს არ ყოფნა ....
ემზარ დუისბურგი
21:04 10-10-2020
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული