12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ "სპორტმედიასთან" კომენტარი მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა ენის ბარდიმ გააკეთა, რომელიც "ლევანტეს" ღირსებას იცავს.
"მე ალბანელი ვარ, მაგრამ მაკედონიის ნაკრებისთვის მუდამ მაქსიმალურად ვიხარჯები. შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთან აქამდე არავის გაუკეთებია და ისტორია დავწეროთ. კოსოვოსთან მატჩი განსაკუთრებული იყო. ჩემ მიმართ იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები.
არა მგონია, რომ ეიფორიაში ჩავვარდით. ჩვენ ამ მატჩის მნიშვნელობა ყველას გვესმის. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც კოსოვოსთან, სხვა უფლება არა გვაქვს. საქართველოს არა
ჰყავს კოსოვოს დონის ფეხბურთელები. წინ 90-წუთიანი ბრძოლა გველის. ამოცანა უნდა შევასრულოთ და ევრო 2020-ზე გასვლა რეალობად ვაქციოთ".
აქ მთავარია მწვრტნელის ფაქტორი, ვაისამ უნდა შეზლოს სწორი ძირითადის გაყვანა, მართებული ტაქტიკა და იმ უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენება რაც ჩვენს მოთამაშეებს აქვთ.
მინუსი ბევრია, კაშია, რომელიც ითვლება ვაისას ფორმაციის ნაკრების მთავარ ძალად - თამაშობს უმდაბლეს ლიგაში, იქაც ვერ ხვდება ძირითადში და საუკეთესო წელბი ჩავლილი აქვს.
კვიპროსის ლეგიონი, ასევე დაბალი დონის გუნდის მოთამაშეები და რატომღაც ესენიც მაგსი ძირითადად ითველბიან.
მოკლედ მთავარი იმედი - კაკაბაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, შენგელია, დვალი, ტაბიძე. ტუ ამ მოთამაშეების შესაძლებლობას გამოიყენებს ვაისა მაშინ მოვიგებთ.