PREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

AutoSharing Option
12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ისტორიული შეხვედრა გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკმაოდ საინტერესო ეტაპი განვლო. ყველაფერი ყაზახეთში  დაიწყო, როდესაც სლოვაკი სპეციალისტის ნაკრებმა, ოფიციალური შეხვედრების ეგიდით, სტუმრად ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოიგო. ერთა ლიგის D დივიზიონში "ჯვაროსნებმა" შესაძლო 18-დან 16 ქულა მოაგროვეს და ჯამში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვეს.

შემდგომში, ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაუჭირდა. ისეთი დონის ნაკრებების წინააღმდეგ, როგორებიც შვეიცარია, დანია და ირლანდიაა, აშკარად დავიჩაგრეთ. სამაგიეროდ, იმ შანსს, რომელიც ჩვენი ევროპული ვოიაჟის განმაპირობებელი იქნებოდა,  გულმოდგინედ ველოდით. 

ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ რაუნდში საქართველოს
მეტოქე ბელარუსი იყო. "დინამო არენაზე" ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ სასარგებლოდ, თორნიკე ოქრიაშვილის თერთმეტმეტრიანის წყალობით, 1:0 დასრულდა. 

აღნიშნულის შემდეგ, ერთა ლიგის C დივიზიონის პირობებში, ქართველებმა სულ ორჯერ ითამაშეს და ორივე შემთხვევაში საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სომხეთთან, ისე ჩრდილოეთ მაკედონიასთან, "ჯვაროსნებს" ფორტუნამ უმტყუნა და უპირატესობა მატჩის მიწურულს ვეღარ შეინარჩუნა.

გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმას რაც შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურია. მიუხედავად ამისა, დანაკლისი საკმაოდ სერიოზულია. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის საკითხი გარკვეული იყო, დღეს კი ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურა: კორონავირუსის გამო მაკედონიელთა წინააღმდეგ ლევან შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებენ. როგორც უნდა იყოს, ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, რაც, პირველ რიგში, როგორც მოთამაშეთა, ისე მთავარი მწვრთნელის სიტყვებში იკითხება.

მეორე მხრივ, ჩვენი ოპონენტები აღნიშნული დაპირისპირების წინ საკმაოდ ოპტიმისტურად არიან. ჩრდილომაკედონიურ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინტერვიუები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ბალკანელები თავს ფავორიტად მიიჩნევენ. 

იგორ ანგელოვსკიმ თბილისში უძლიერესი შემადგენლობა ჩამოიყვანა. ერთადერთი, ვინც სტუმრებს სერიოზულად დააკლდება, ესპანური "ლევანტეს" ჩამშლელი ენის ბარდია, რომელმაც დაზიანება მიიღო და ვალენსიაში დაბრუნდა. სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზეა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გორან პანდევი. "ჯენოას" ფორვარდი ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლო შეხვედრა სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური გოლის შემდეგ 19 წლის ტალანტმა სტუმართა რიგებში ძალიან დიდი ყურადღება განაპირობა. მაკედონიელ ფეხბურთელთა ინტერვიუებში ყაზანის "რუბინის" შემტევის სახელი საკმაოდ ხშირად ფიგურირებდა - იქმნებოდა განწყობა, რომ ეს ბიჭი ანგელოვსკის საკმაოდ ანერვიულებდა...

ფეხბურთელთა კომენტარები

altკვეკვესკირი: ცეცხლი გვიკიდია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხვალ საქართველო ბედნიერებისგან "დაინგრეს"

altკაკაბაძე: ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს

altოქრიაშვილი: მოგების გარდა, სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ - გუნდში საუკეთესო განწყობაა


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო - ლორია-კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი-კანკავა, კვეკვესკირი, გვილია-ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია

ჩრდ.მაკედონია - დიმიტრიევსკი-ბეითულაი, ველკოვსკი, მუსლიუ, რისტოვსკი-ნიკოლოვი, ელმასი, ალიოსკი, ელმასი, კოსტადინოვი-პანდევი, ნესტოროვსკი.

საინტერესო ფაქტები

  • ამ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე ორჯერ მოუწიათ თამაში. სცენარი, პრაქტიკულად, ანალოგიური იყო. პირველ გოლს საქართველო იტანს, თუმცა ამ უპირატესობას 20-წუთიან ინტერვალში ანიავებს. ყველაფერთან ერთად, 60-70 წუთების ინტერვალში, ჩრდილომაკედონიელთა რომელიმე ფეხბურთელი მოედანს წითელი ბარათის გამო ტოვებს.
  • საქართველომ "დინამო არენაზე" ჩატარებული ბოლო 9-დან მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო (5მ, 3ფ, 1წ). უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეზულტატის დაფიქსირება "ჯვაროსნებმა" ფიფას რეიტინგის 70-ეულის მიღმა ნაკრებებთან მოახერხეს. მხოლოდ და მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში მოხდა ისე, რომ საქართველომ საუკეთესო 70-ეულში მყოფ გუნდს აჯობა.
  • მაკედონიამ ბოლო 6-დან 3 დაპირისპირება პირველ ტაიმთან ერთად მოიგო, 3 შემთხვევაში კი ფრეს დასჯერდა. საინტერესოა, რომ ანგელოვსკის შეგირდებმა პირველი გოლი მატჩის პირველ ნახევარში 5-ჯერ გაიტანეს.
  • იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც რეიტიგის 80 პოზიციის მიღმა დარჩნენ, მაკედონიელებს უკანასკნელ 5 შეხვედრაში წაგება არ აქვთ (2მ, 3ფ).
  • გორან პანდევის როლი შეუცვლელია. 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ვეტერან ფეხბურთელს გოლი გააქვს, ნაკრები დაუმარცხებელია (13მ, 2ფ).
  • ჩრდილომაკედონიელთა უკანასკნელ 5 შეხვედრაში, ჯამურად არბიტრებმა 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნეს.

altანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

altვაისი: ეს გულის თამაში იქნება - გმირები ვიქნებით ან ლუზერები

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი გამაგებინეთ ხალხის ნერვებზე თამაში გსიამოვნებთ? რა კაშია და რა ყაზაიშვილი?? კობიაშვილი და მუჯირი რო დააყენოთ არა? ბოლოს გასულ თვეს ითამაშეს ნაკრებში მას მერე მოედანზე არ გასულან კაშია ისედაც ვეღარ ხვდება სასტარტოში თავის გუნდში და თან ტრანვას მკურბალობდა ველარუსმა ორჯერ შემოგვიტია და კაშია იყო ზუსტად პირდაღებული რო დატოვეს ბედი ჩვენი იმ დურაკმა კარს ააცილა. როცა ხოჭოლავა კვერკველიას ასეთ ფორმაშია და თამაშობენ დიდი გუნდების წინააღმდეგ რა 40 წლის მცველი? თუ მართლა კაშო და ვაკო დააყენა სასტავში გამოდის ყველამ გაგვწირა სახელმწიფომ მწვრთნელმა და რავი რა!!!!
სისულელეეე
23:48 11-11-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული