ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.
თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)
ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)
ხმა ამოიღეთ დიად ვეტერანებად წოდებულებო, დაგვემხო თავზე ყველაფერი!!!
ტელევიზორი გაფუჭებული მეგონა, გადახვევის დროს შენელებულ კადრებს არ აჩვენებდა და მერე მივხვდი, ეროვნულ ნაკრებად წოდებული ჯგრო ისე ნელა თამაშობს რომ უკვე შენელებულია და მეტად ვეღარ ანელებს!!!
საერთოდ რა ჩვენი სტილია, მაგრამ სამი თამაშია ჯგრომ ერთი ნორმალური ჩაწოდება ვერ გააკეთა, ეგეც მწვრთნელის ბრალია თუ დაბალი დონის ჩემპიონატის?! ანუ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და იმიტომ ვერ ვაღწევთ შედეგებსო რომ აგიჩემებიათ პროფესორებო, სომხეთს ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვს მაგ ლოგიკით?!
მე პირადად მადლობელი ვარ მათი თუნდაც იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სიმართლეს ვამბობ და ჩემი იდეა გამართლდება თუკი აამოქმედებენ "არცერთი ლეგიონერი საქართველსო ნაკკრებში და მწვრთნელთა ქართველი დუეტი ნაკრებს".
ლეგიონერებმა დაისვენონ, თავიანთი საქმე აკეთონ, მეტი გაისარჯონ, მეტი ფული იშოვონ,იქნებ მერე თვითონ გახდნენ ქართულ ფეხბურთში ინვესტორები და ბავშვთა სკოლების სპონსორები.
ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ, ახლა ეროვნული ჩემპიონატის ნაკრებით გავიზრდებით და ბ ლიგაშიც გადავალთ!