ჯაბა კანკავამ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა.

12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის.
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა.

მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან. ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე, ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის," - დაწერა ჯაბა კანკავამ.



მკითხველის კომენტარები / 33 /
გეტყობათ, თქვენი უმაღლესი წერტილი თუ ეგ არის მაშინ ნუ მოდიხართ ნაკრებში, რადგან ეგ სომხეთის დასამარცხებლად საკმარისი არ არის, აღარაფერს ვამბობ მაკედონიაზე, არ შემდგარი ფეხბურთელები ხართ
გიორგი დაშნიანი
20 ნოემბერი 2020 13:39
4
იცით რა არ მომეწონა ამ ბოლო ხანებში? აი დააკვირდით ფეხბურთელების ან იგივე კობის კომენტარს - "ყველაფერი გავიღეთ, სული და გული ჩავდეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, არადა ყველაზე მეტად ჩვენ გვინდოდა" და იქვე, ფარულად გულშემატკივარს წაკრავენ ხოლმე კბილს "განსაკუთრებული მადლობა ნამდვილ გულშემატკივარს" , მჭედლო საერთოდ კიდევ უფრო შორს წავიდა და "ვისაც ეს წაგება გაუხარდაო" ბიჭებო ნუთუ თქვენ არ იცით რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, ისიც ვინც ყოველ თამაშს ესწრება და ისიც ვისაც ფეხბურთი დიდად არ აინტერესებს მაგრამ საქართველოს ყოველთვის გულშემატკივრობს, რადგან ეს ეროვნული ნაკრებია. მე არ მეგულება ქართველი, რომელსაც ეს წაგება გაუხარდა ასე რომ ნუ ეძებთ შეთქმულების თეორიას, და ნუ უწოდებთ ვინმეს " ჩასაფრებულებს". სამწუხაროდ ასეთი ნეგატივი მხოლოდ შედეგმა კი არა, ზოგადად თამაშის ხარისხმა გამოიწვია უფრო სწორად თამაშის არარსებობამ ასე "სიცოცხლის თამაშს" არა ატარებენ. შემდეგ ორ თამაშში კი ნიჰილიზმის ნიშნებიც კი გამოჩნდა, რაც კიდევ უფრო მტკივნეულია
დუდუ
20 ნოემბერი 2020 18:28
1
რესურსი არის და მისი გამოყენების მცოდნე მწვრთნელი გჭირდებათ და კიდევ - ყველაზე მეტად თქვენი წაგება ფსიქოლოგიურად არასაკმარისად მომზადების ბრალი იყო!
Guja Kakhadze
20 ნოემბერი 2020 13:18
3
ჯაბა კანკავა არი ეტალონი თუ როგორი უნდა იყოს შვილი მეგობარი ადამიანი სპორცმენი თავის საქმის ზედმიწევნით ერთგული და მე არ მახსოვს მისი ჩაგდებული თამაში ეროვნულ ნაკრებში თუ მომენტი ყოფილა არ წასვლია თამაში ბოლომდე დახარჯულა სტორად ესეთი სპორცმენები უნდა იყვნენ და ამისნაირებისგან უნდა აიგოს ერმა მაგალითი ერთგულებისა და ქვეყნის წინაშე ბოლომდე დახარჯვაში ჯაბაა შენ ბოლომდე იქამდე სადამდეც შეგეძლება ნაკრების გვერდში დგომა იქამდე უნდა იდგე სამაგალითო კაცო
გიორგი
20 ნოემბერი 2020 16:09
3
ჯაბუნა ჯიგარი ხარ
qutaiseli
20 ნოემბერი 2020 14:00
1
რესურსი ამ ნაკრებს არა აქვს. ლობჟანიძე ბექა, შენგელია, ხვიჩა, დავითაშვილი მეეჭვება, კაჭარავას შეუძლია, პასებს თუ მისცემენ და ჩაკვეტაძე. დანარჩენი შესაცვლელია. კირკიტაძეს რატომ არ ეძახით. რაღაც მიბლოკავენ კომენტარებს, ამ ბოლო დროს, გთხოვთ გაუშვათ
თამაზი
20 ნოემბერი 2020 16:20
5
მერე ეგ ხალხი,რესურსი არ არის?
სოსო
20 ნოემბერი 2020 18:50
1
Jabastan kitxvebi ar maqvs..ubralod codvaa tobolistvis..karieris bolo 2-3weli sadme ro gadasuliyo uketes ligashi-axali garemo da motivacia mistvisac da nakrebistvisac kai iqneboda.
Levani
20 ნოემბერი 2020 13:12
3
პატივს გცემ კაპიტანო როგორც კაცს და როგორც - ფეხბურთელს.
თუმცა მგონია ერთგული, გულანთებული გულშემატკივრის არშეშვებაზე და უაზროდ დაჯარიმებებზე ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგეწერა. ოქრიმ დაწერა ყველაზე ალალად და ყველამ იცის რომ მაგიტომ მოკვეთეს ნაკრებიდან.
ბოდიში კაპიტანო.
კაპიტანს
21 ნოემბერი 2020 10:27
2
Erts vityvi da nagds-yvelaze chasvrili vaisi iyo..bichebi vabshe ver daqoqa,golamdec da merec
Levani
20 ნოემბერი 2020 15:49
2
რათუნდოდა ძმაო ამათ ვინმეს დაქოქვა პროფესიონალი ფეხბურთელებივართო რო გაიძახიან განა არ იცოდენ რა თამაში იყო ან სომხეთან რა აკეათეს..... ჩემი აზრით ამათ მოტივაცია არ აკლდათ პირიქით ძაან გადამწვარები გამოვიდნენ მარა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რო მეტი არ შეუძლიათ ძმაო ამათ ამათი მაქსიმუმი ეგ იყო მორჩა და გათავდა
qutaiseli
20 ნოემბერი 2020 17:13
1
ძალიან დიდ როლს ასრულებს დღევანდელ სპორტში ფსიქოლოგია და ფსიქოლოგი. კარგი ფსიქოლოგი თუ არ ყავს სპორტცმენს შეიძლება გაუჭირდეს. განვითარებული ქვეყნების ნაკრებებს ჰყავთ ფსიქოლგები. საფინალოდ ბიჭების ფსიქოლოგიურად მომზადება აუცილებელი იყო და არც სამომავლოდ იქნება ურიგო.
ლუკა
20 ნოემბერი 2020 18:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული