დღეს, 27 ნოემბერს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, 2022 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ როგორ არიან ნაკრები გუნდები განაწილებულნი კალათებში.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული გუნდი მე-4 კალათაშია. გუნდები კი ასე განაწილდნენ:
I კალათა - ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ჰოლანდია;
II კალათა - შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;
III კალათა - რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთი ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;
IV კალათა - ბოსნია & ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია,
ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;
V კალათა - სომხეთი, კვიპროსი, ფარერების კუნძულები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;
VI კალათა - მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.
კენჭისყრა კი 7 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.
ესეიგი ვიგაცაზე უკეთესები გავხვდით სასაცილოა)))
2. უკრაინა
3. რუსეთი
4. საქართველო
5. სომხეთი
6. მოლდოვა
2. უელსი ( დადებითი ბალანსი )
3. ჩრდილოეთ ირლანდია ( ყველაზე სუსტია ამ კალათში )
4. საქართველო
5. ლიეტუა ( სადაც ვიჭერთ ყველგან ვუგებთ )
6. სან მარინო ან ჰიბლატარი ( ამათი მიზანი მხოლოდ გოლის გატანაა შედეგი არ აინტერესებთ ).