ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.
რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".
გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.
ყველა ქვეყანას ყავს სპორტში ნატურალიზებული მოთამაშეები და ამის გამო დაცინიან ამ ხალხს და არ უხარიათ გუნდის და ნაკრების წარმატება?
გიორგი წიტაიშვილი საქართველოში ნაცხოვრებიც არ არის და მაინც, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით, მიიღო საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება.
თუ ქართული ფეხბურთი მართლა გიყვარს- უნდა გეწყინოს და გააქილიკო ეს ამბავი?