შვედეთი-საქართველოს დეტალური განხილვა - შეცდომები, სისუსტეები, გამოსასწორებელი პრობლემები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა და სამწუხაროდ, შვედეთის გუნდთან დამარცხდა.
ამ ტექსტში კი ვეცდებით წარმოვაჩინოთ, რამ განაპირობა ეს მარცხი, რა თამაში ვიხილეთ მოედანზე, რა კომპონენტებში გვიჭირდა და რა საკითხები იყო გამოსაყოფი.

დავიწყოთ დაცვიდან. თავს 4-5-1 ტაქტიკით ვიცავდით, წინ პრესინგზე ქვილითაია იყო, შუაში აბურჯანია, კანკავა, კვეკვესკირი და ფლანგებზე ლობჟანიძე, კვარაცხელია, მათ უკან ოთხი მცველი.

Sportall.Ge

მთელი ჩვენი თამაში კონტრშეტევებზე იყო აგებული, ყველა მომენტი კონტრეშეტევებზე გვქონდა და ძირითადად მეტოქეები ცდებოდნენ. აქედან გამომდინარე, პრესინგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა პირველ ტაიმში სწრაფი
პრესინგი ჭირდა, სისწრაფით არც კანაკვა, არც აბურჯანია და არც კვეკვესკირი არ გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ შვედებივით ეს არ გამოგვდიოდა, პრესინგი ჩვენი ნაკრების ერთერთი ძლიერი მხარე იყო შეხვედრაში და ალბათ ამაზე ამბობდა სანიოლი, მეტოქის შეცდომას არ დაველოდებითო, გუნდი მაღალი პრესინგის თამაშს ეტაპობრივად ცდილობდა და რამდენჯერმე შედეგიც გამოიღო: კიტეიშვილმა, აბურჯანიამ, გვილიამ მეტოქეს ბურთი საკუთარ ნახევარზე ააართვეს. ამ ეპზიოდში ძალიან სახიფათო მომენტი შეიძლება შექმნილიყო, თუმცა აბურჯანია მოწინააღმდეგემ ყვითელი ბარათის სანაცვლოდ გააჩერა.

Sportall.Ge

ძალიან უცნაურად ვიცავდით თავს კუთხურების დროს. ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი საჯარიმოში იყო და გადმოვარდნილი ბურთი კი ყოველთვის შვედების ნადავლი გახლდათ. ფაქტობრივად, სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ მეტოქეს შეტევის მეორე ფაზა ნაჩუქარი ჰქონდა. ჩვენ კართან ყველა კუთხურს შვედების მეორე ფაზიდან შეტევა მოჰყვა.

Sportall.Ge

კიდევ ერთი სუსტი წერტილი, ეს მოედნის ცენტრიდან წამოსული ბურთის ჩაჭრა იყო. ნახევარმცველებიდან ჩასაჭრელად პირველ ტაიმში კვეკვესკირი სამჯერ ავიდა, სამჯერვე დააგვიანა და საკუთარ კართან სამივეჯერ სახიფათო შეტევა მივიღეთ.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა შეხვედრაში ყველაზე სუსტი რგოლი იყო, თუმცა, სამწუხაროდ ვერც დაცვა ბრწყინავდა. გურამ კაშია ორჯერ ჩავარდა, პირველ შემთხვევაში ისაკის დარტყმა ლორიამ მოიგერია. ამ ეპიზოდში გურამმა კლაესონი დაკარგა, რომელმაც ისაკს უპასა, მაგრამ ჯაბა კანკავა სად მიდიოდა, ეს გაუგებარია... და კიდევ ერთი - ვინ იყვანს ზლატან იბრაჰიმოვიჩს? - მასზე ათეული სანტიმეტრით დაბალი გურამ გიორბელიძე...

Sportall.Ge

მეორე ეპიზოდში კი, როცა კაშია ჩავარდა, საკუთარ კარში გოლი მივიღეთ. აშკარაა, დვალი ისაკს გადაჰყვა, კაშიას კი ზლატანი გამოეპარა, რომელმაც ბურთი კომფორტულად მიიღო და კლაესონი როგორ გაუსწორდა ჩაბრაძესა და ლორიას, სამწუხაროდ, ყველამ ვნახეთ.

Sportall.Ge

შვედი სკაუტი, ლარს ანდერსონი თამაშის წინ წერდა, სანიოლმა შეიძლება მცირე რამ შეცვალოს, მაგრამ, ფეხბურთელების ხასიათს ვერ შეცვლისო. ისიც დაამატა, მცველები ნელები არიან და იბნევიან, როცა მაღალ ბურთს ზურგს უკან გადაუკიდებო... მაღალი ბურთების აქიუტად ჩაგდება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ზლატანი დვალს ძალიან ადვილად გაუსწორდა... მართალია არაზუსტად დაარტყა, მაგრამ მალე საგოლე პასი გააკეთა. დვალი უხეში და ხისტი მცველი არაა, "კეთილი" ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც თამაშის წესებს იშვიათად არღვევს, ყვითელს იშვიათად იღებს, მაღალია...

Sportall.Ge

თამაშის წინ ვწერდით, ძირითადში გრიგალავა იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ სტატიკაში ზლატანს წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, აქცენტი დვალის სიმაღლეზე გაკეთდა და სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა. დვალის დაყენების კიდევ ერთი მინუსი ის გახლდათ, რომ ლაშამ წინ პასი მხოლოდ ორჯერ გააკეთა - ერთი პირველ ტაიმში აბურჯანიას მისცა ბურთი, ხოლო მეორე ტაიმში ჩაჭრის შემდეგ კონტრშეტევა დაიწყო. ეს იყო სულ. არა და დაცვის ერთერთი მთავარი ფუნქცია ჩვენს სათამაშოს სქემაში შეტევის დაწყებაა - მცველები ცდილობენ ნახევარმცველის მოედნის ცენტრში მოძებნონ, რომელიც ფლანგზე განაგრძობს თამაშს. ვაისის დროსაც ასე თამაშობდა ნაკრები - ბურთი ცენტრში მიდიოდა და იქიდან ნაწილოდებოდა. თუ სლოვაკის დროს დისპეჩერი კვეკვესკირი იყო, რატომღაც შვედეთთან ამ ფუნქციის შემსრულებლად ჯაბა კანკავა მოგვევლინა, რომელმაც, სამწუხაროდ დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩვეულად ვერ გაართვა. უფრო კონკრეტულად ვნახოთ როგორ იწყებდნენ ჩვენი მცველები შეტევებს. შეხედეთ ქვევით მოცემულ ფოტოს.

Sportall.Ge

ამ ეპიზოდში ჩვენს ნახევარზე 6 შვედი და მინდვრის 5 ქართველი ფეხბურთელია. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მეტოქის მოედანზე 4 შვედი და 5 ქართველია, რაც გრძელი პასის გაკეთებისა და ბრძოლის წინაპირობა უნდა იყოს, მაგრამ კაშია ბურთს დვალს აწვდის... დააკვირდით მეორე ეპიზოდს.

Sportall.Ge

კარგად ჩანს, რომ ჩვენი კარის სიახლოვეს 7 შვედი ფეხბურთელი, 6 ქართველი, ბურთი ლორიას აქვს და წესით გრძელი პასი უნდა გააკეთოს წინ, ან ქვილითაიაზე, ან ფლანგებზე. მაგრამ რას აკეთებს?! კანკავას აწვდის, რომელიც ბურთს ვერ იმორჩილებს და სახიფათო შეტევას საკთარ კართან ვიღებთ. კიდევ ერთი ეპიზოდი ვნახოთ.

Sportall.Ge

კაშია რთულ ვითარებაშია, ირგვლივ შვედი ფეხბურთელები არიან და ნაცვლად იმისა, რომ ბურთი ფლანგზე კვარაცხელიას გადაუგდოს, ცდილობს კანკავას მისცეს, ჩაჭრა და კიდევ ერთი სახითაფო შეტევა... კიდევ ერთი მომენტი ვნახოთ.

Sportall.Ge

ხედავთ როგორია ჩვენი ნახევარმცველების განლაგება - კანკავამ ბურთი უნდა აიღოს და ზევით აიტანოს (ამისთვისაა უკან დარჩენილი), დანარჩენი ნახევარმცველები (ხვიჩას გარდა, ის წინაა, ქვილითაიას მახლობლად) შვედებს შორის ლამაზად დგანან, რაც მცველებს მათთვის ბურთის მიწოდებას ხელს უშლის, არა და ტაქტიკა ცენტრიდან შეტევაზეა აწყობილი... იგივე სიტუაციაში რას აკეთებენ შვედები?!

Sportall.Ge

აი რას აკეთებენ, ცდილობენ ზონების შუაში უმრავლესობა შექმნან და ბურთი ასე მიიღონ...

რა დასკვნები შეგვიძლია აქიდან გამოვიტანოთ? ერთი ის, რომ უცნაურია, რატომ არ იყენებდნენ ქართველი მცველები გრძელ პასებს, როცა ფლანგებზე სწრაფი გარემარბები გვყავდა. ჩვენი ნახევარდაცვა კი შვდებმა დაჯაბნეს, ზონები დაკეტეს, აგრესიულად იმოქმედეს და პოზიციური შეტევებიდან შანსი არ მოუციათ. სამწუხაროდ, სტრატეგია არც მეორე ნახევარში შეცვლილა, მხოლოდ გვილიას გამოსვლით "სწრაფი ბურთის" თამაში ვცადეთ, რასაც კანკავა არ აკეთებდა და ძირითადად ყურადღებას უშეცდომო მოქმედებაზე ამახვილებდა.

Sportall.Ge
განლაგება გვილიას ცვლილების შემდეგ

კანკავა აღარაა გამთამაშებელი, უკვე დიდი ხანია. ამ პოზიციაზე "კრივბასში" თამაშობდა, მას შემდეგ ნაკლებად. ის საყრდენია, ამრთმევი და შეტევის წამოწყება მისი ძლიერი მხარე არაა. დავაკვირდეთ რამდენიმე ეპიზოდს.

ამ შემთხვევაში კანკავამ ბურთი გიორბელიძისაგან მიიღო და ნაცვლად იმისა, რომ ან მეტოქის კარისკენ დაიძრას, ან წინ მოძრავ აბურჯანიას გახედოს ან პასი მარცხენა ფლანგზე მყოფ ხვიჩას მისცეს, ბურთს უკან, დვალს უბრუნებს, რომლისაგანაც გიორბელიძემ მიიღო პასი. აი, კიდევ ერთი შემთხვევა.

Sportall.Ge

აქ, ჯაბას აბურჯანიაზე შეუძლია პასის გაკეთება, რომელიც შეტევისთვის მსუყე პლაცდარმს შექმნის, თუმცა რას აკეთებს?! უკან პასი და ბურთი ლორიამდე მიდის.

Sportall.Ge

თუმცა, იქამდე დვალის მოქმედებასაც დააკვირდით და მარჯვენა ფლანგზე განლაგებულ ქართველ ფეხბურთელებს - ორი კაცი წინ გასაქცევად მზად არის, მაგრამ დვალი გრძელ პასს არ აკეთებს და ბურთს ლორიას უბრუნებს. ეს რისკი არ არის.

Sportall.Ge

გრძელი პასების არ გაკეთებას დაემატა კიდევ ერთი რამ - ნელი ბურთი არა და კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდს თუ რამე სჭირდება, პირველ რიგში სწრაფი ბურთია. კანკავა ამას ვერ აკეთებდა, რაც ჯაბას ბრალი არაა, ამას ჩვეული არაა. უბრალოდ, ეს ფუნქცია სხვას უნდა ჩაბარებოდა, თუნდა კვეკვესკირს, რომელიც აღნიშნულ მოვალეობას ვაისის ხელში ასრულებდა.

ბუნებრივია, ვილი სანიოლი ამ ყველაფერს ჩვენზე უკეთ ხედავს და დაინახა კიდეც, ამიტომ შეცვალა საყრდენი ხაზი - გვილია კანკავას ადგილას დადგა, კიტეიშვილმა აბურჯანიას პოზიცია დაიკავა და აბურჯანია კი კვეკვესკირის ადგილას გადავიდა.

Sportall.Ge

ვაკო გვილიას თამაში გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. არა და მისი შეცდომების მიზეზი მარტივი იყო: ის ცდილობდა ბურთი სწრაფად გაეთამაშებინა, უკან ნაკლები პასი გაეკეთებინა და შეტევაზე ეფიქრა. ბუნებრივია, ეს უფრო სარისკოა და შეცდომებიც ახლავს თან. მაგალითად, ქვვით მოყვანი ეპიზოდში გვილიამ ბურთი ხალხმრავალ ზონას არ გააცილა, პირიქით, გაამწვავა სიტუაცია და ფლანგზე გააგრძელა შეტევა, კანკავამ მსგავს სიტუაციაში, ვნახეთ, ისე იმოქმედა, რომ ბურთი ლორიას მიუვიდა.

Sportall.Ge

ბუნებრივია, შეცდომები უკეთესის სურვილით არ მართლდება, მხოლოდ სურვილი არ კმარა, კარგად მაშინ თამაშობ, როცა კარგ გადაწყვეტილებებს იღებ და ასრულებ კიდეც. სამწუხაროდ, ვაკოს ეს უმეტეს შემთხვევაში არ გამოუვიდა, თუმცა, კაპიტნისგან განსხვავებით, ეცადა მაინც.

წინ შეტევის ხაზი და განაპირა ფლაგების მოქმედებები დაგვრჩა. განსაკუთრებით კრიტიკული თავდასხმის ზახის მოქმედება იყო, ქვილიაიამ კი აშკარად, ყველაზე ცუდად ითამაშა. დავიწყოთ შედარებით მარტივით.

ამ მომენტში ვხედავთ ჩაბრაძის შეტევასა და ჩაწოდებას. ვხედავთ საჯარიმოში 3 ქართველია - აბურჯანია, ქვილითაია, ლობჟანიძე. წესით ერთმა წინა ბურთზე უნდა ითამაშოს, მეორემ ცენტრში, ბოლომ კუთხე დაკეტოს. მაგრამ, ვნახოთ რა ხდება რელობაში: სამივე ერთ ხაზზეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაბაძეს ჩაწოდება არ გამოუვიდა. ეს შეუთამაშებლობაა, არაკომბინაციურობა...

Sportall.Ge
Sportall.Ge

აი, რას აკეთებენ შვედები მსგავს სიტუაციაში: ისაკი წინ შედის, ზლატანი გარე პერიმეტრზე რჩება - ზონა გაყოფილია.

Sportall.Ge

რადგან ჩაბრაძის არასწორი ჩაწოდება ვახსენეთ, განაპირა მცვლების შეტევით მოქმედებასაც შევეხოთ. გრიგოლი დაცვაში საიმედო იყო, აი შეტევაში კი ერთხელ მოიპოვა კუთხური, ყველა დანარჩენ შემთხვევაში მისი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი შვედებს დარჩათ. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ წინ აქტიურად არც ჩაბრაძე მიდიოდა, გიორბელიძე სწრაფ კონტრშეტევაზე ერთხელ წავიდა და ბურთი ისაკმა წაართვა. განაპირა მცველებზე საუბრისას, ეს მომენტი ვნახოთ, როცა კანკავამ დაარტყა.

Sportall.Ge

ჯაბამ ისაკს ჩაუჭრა, იქამდე კი კვარა საჯარიმოს ხაზთან მდგომ აბურჯანიას აწვდიდა, მარჯვნივ კი უდიდესი ცარიელი სივრცეა, სად არის ჩაბრაძე? თან, 10-ვე შვედი საკუთარ საჯარიმოსთანაა, დვალი ზლატანს მეთვალყურეობს, უკან კიდევ კაშიაა, და ჩაბრაძე?! აი ჩაბრაძეც.

Sportall.Ge

გრიგოლი მარჯვნივ გამოჩნდება, როცა კანკავა დარტყმას გადაწყვეტს. ვის იყვანდა, რატომ დარჩა უკან, საინტერესოა, არა და მისი საჯარიმოს მისადგომებთან ყოფნის შემთხვევაში კანკავას 1 პასით ძალიან სახიფათო მომენტი იქმნებოდა.

ასევე განვიხილოთ ჩვენ მიერ შექმნილი ყველა სახიფათო მომენტი, დავიწყოთ ყველაზე რეალურიდან, ეს ცხადია, გიორგი ქვილითაიას დარტყმა იყო. თამაშინ წინ ვწერდით, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე გიორგი მიქაუტაძის თამაში ყველაზე სასარგებლოდ გამოიყურებოდა. ნახეთ ქვილითაიასა და შვედ მცველებს შორის რა მანძილზეა სხვაობა, როცა ქართველი ფორვარდი მიიღებს ბურთს.

Sportall.Ge

და რა დარჩა ამ სხვაობიდან როცა საქმე დარტყმამდე მივიდა....

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე ამ მანძილს უფრო ადრე დაფარავდა?! დაფარავდა. გიორგი ქვილითაიამ თავზე ბურთი მაშინ მოიგო, როცა ხელს არავინ უშლიდა, 2-ჯერ მეორე სართულზე ბრძოლისას მეტოქე დააჯარიმა. სამწუხაროდ, გიორგიმ თავისი გაბარიტებით გუნდს მეტი ვერაფერი შესძინა.

კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა კვეკვესკირმა ხვიჩა ფლანგზე მარტო დატოვა. ხვიჩამ გამწვავების ნაცვლად პასის გაკეთება არჩია, არა და "რუბინში" სხვანაირად იმოქმედებდა... აშკარაა, კვარაცხელია შებოჭილი იყო... თუმცა, ამ მომენტში არჩევანიც კი არ ჰქონდა, არ გაამწვავა, გაგრძელება კი არ ჩანდა, შვედს ბურთის ჩაჭრა არც გასჭირვებია.

Sportall.Ge

ზედა ფოტოზე დააკვირდით აბურჯანიას, უკიდურეს მარჯვენა მხარეს, საჯარიმოსკენ გარბის... თუმცა ვერ ასწრებს ჩარბენას და ხვიჩას მის მხარეს შეტევის გაგრძელების ვარიანტი არ უჩნდება. სანამ აბურჯანიაზე კიდევ ვიტყოდეთ, კიდევ ერთ მომენტს დავაკვირდეთ.

Sportall.Ge

გიორგი ბურთი მოედნის სიღრმიდან კარგად წაიღო, შეტევაზე გადავიდა და ცოტა დაგვიანებული და სუსტი, მაგრამ, მაინც კარგი პასი გაუკეთა საბას, რომელსაც დაასწრეს, მაგრამ ეს მთავარი არაა. რა გააკეთა აბურჯანიამ, ამას შემდეგ ფოტოზე ნახავთ.

Sportall.Ge

არაფერი, დადგა, გაჩერდა, მოძრაობა არ გააგრძელა, რატომ?! აი, კიდევ ერთი ეპიზოდი ვნახოთ და მერე ვთქვათ. აქ ბურთით არის საბა ლობჟანიძე, მარცხნივ აბურჯანია ჰყავს, მარჯვნივ კვეკვესკირი, შეტევა ამ სამეულის მონაწილეობით ორგვარად შეიძლება განვითარდეს.

Sportall.Ge

პირველი: აბურჯანია გადადგამს ნაბიჯს წინ, ლობჟანიძე მას აწვდის ბურთს, კვეკვესკირი დაიძრება საჯარიმოსკენ და აბურჯანია მას მისცემს პასს. შედეგად კვეკვესკირი ბურთით აღმოჩნდება საჯარიმოში.

Sportall.Ge
(წითელი კვეკვესკირი, მწვანე ლობჟანიძე, შავი აბურჯანია)

მეორე ვარიანტში, მხოლოდ ერთი რამ იცვლება - აბურჯანია მოძრაობას იწყებს, ლობჟანიძე პასს კვეკვესკირს აძლევს და ეს უკანასკნელი საჯარიმოში შესულ აბურჯანიას უპასებს.

Sportall.Ge

მაგრამ რა ხდება?! არაფერი, ლობჟანიძე უკან აკეთებს პასს, კაშიამდე მიდის ბურთი, იმიტომ, რომ აბურჯანია დგას, წინ არ მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ეს მისთვის უცხოა, ის არაა გათამაშებელი, მეტოქის კარისკენ არ იყურება, მან იცის მოედნის ცენტრი, საყრდენი ზონა, იცის უკან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ საჯარიმოში შერბენა მისთვის ნორმალური რამ არ არის. სწორედ ამიტომ იყო აბურჯანიას გამთამაშებლის პოზიციაზე დაყენება არასწორი ნაბიჯი და ესეც სანიოლმა კარგად დაინახა. მაგრამ, ქვილითაიასგან არ ველოდით იმ უზუსტობებს, რაც გიორგის ჰქონდა. ვნახოთ ეს მომენტი.

Sportall.Ge

ხვიჩა დაიძრა მეტოქის კარისკენ, წინ ერთი მცველია, ნახევარმცელი უკან მოსდევს, მარჯვნივ ლობჟანიძეა. კვარაცხელია აშკარად წინ მიდის, მაგრამ რას აკეთებს ქვილითაია?! ნაცვლად იმისა, რომ ცენრისკენ გაიქცეს და მცველი წაიყვანოს, ხვიჩას მხარეს გადმოდის, თავისუფალ სივრცეს უკლავს, მცველიც გადმოჰყავს და შეტევას სიჩქარეს უკარგავს.

Sportall.Ge

ამის შემდეგ რას აკეთებს ჩვენი ფორვარდი?! ახლა გადაიწევს ცენტრში და ვუალა! პასის გაკეთება წინ შეუძლებელია, უკან აბურჯანიას აძლევს.

Sportall.Ge

ეს ერთი შეტევა. ახლა მეორე ვნახოთ. ხვიჩამ მოატყუა ერთი შვედი და წინ მიიწევს, ქვილითაია მის წინაა, გვერდით მცველი უდგას და მოძრაობას ცენტრისკენ ისევ არ იწყებს. მხოლოდ მას შემდეგ გადადგამს შუისკენ ნაბიჯს, როცა ხვიჩა მეორე შვედსაც გაცდება.

Sportall.Ge
Sportall.Ge

მაგრამ წასასვლელი აღარ აქვს, რადგან ქვილითაიას ვინც იყვანდა, ის ხვიჩაზე გადმოვიდა, იქით მეორე მცველმა ჩამოასწრო და ხვიჩაც ბურთს კარგავს. არა და ქვილითაიას მოძრაობა უფრო ადრე რომ დაეწყო, კვარაცხელიას ისევ კორიდორი ექნებოდა.

Sportall.Ge

კიდევ ორი ეპიზოდი: ნაცვლად იმისა, რომ ფორვარდმა მცველი დაიტოვოს და გუნდელს ზონა გაუთავისუფლოს, ბურთისკენ მიდის: აქ ქვილითაია ადგილზე რომ დარჩენილიყო, აბურჯანიას დასარტყმელად უკეთესი სიტუაცია შეექმნებოდა.

Sportall.Ge

და მეორე, როცა, თავად დაარტყა: ისევ, გიორბელიძის ჩაწოდების შემდეგ ნაცვლად გუნდელისთვის სივრცის გათავისუფლებისა, ბურთზე თავად წავიდა და არაზუსტად დაარტყა...

Sportall.Ge

და რა უნდა გაეკეთებინა? ის, რაც ვაკო გვილიამ ბრწყინვალედ ქნა, სწორედ მისი მოქმედების შედეგად მიეცა შენგელიას კარგი შანსი: შეიწია ცენტრში, ერთი ცენტრალური მცველი ქვილითაიას მეთვალყურეობს, მეორემ გვილია ვეღარ დატოვა და სივრცე შენგელიასთვის გამოჩნდა.

Sportall.Ge

გავიხსენოთ რა უძღოდა წინ ამ ეპიზოდს - სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი იმედის, კიტეიშვილის მცდარი ნაბიჯი, პასის გაკეთების მაგივრად, ბურთი მარჯვნივ წაიღო... სწრაფი გაგრძელების შანსი დაიკარგა...

Sportall.Ge

ამ შეხვედრაში საუკეთესო შეტევა ეს გვქონდა, რომელსაც იდილურადმდე გოლი დააკლდა. ლობჟანიძე შედის საჯარიმოში და ნახეთ რამდენი ვარიანტი აქვს: შეუძლია აბურჯანიას მისცეს, კვეკვესკირს დაუგოროს, ქვილითაიას მისცეს ახლო ძელთან და შორეულ ძელთან კვარას. აქ, უბრალოდ, ლუსტიგმა ივარგა...

Sportall.Ge

რაზე მეტყველებს ჩვენ მიერ აღნიშნული საკითხები?! იმაზე, რომ შეტევაში კომბინაციები დასალაგებელია. კიდევ იმაზე, რომ სანიოლი ვარიანტებს არჩევს(კარგი იქნებოდა ამხანაგურის შანსი რომ ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსმა ამის საშუალება მოკლა). წავაგეთ იმიტომ, რომ ბურთის სწრაფად არ მოძრაობდა, სტატიკურ შეტევებში კი ფანტაზია არ გვყოფნიდა და შვედები ყველაფერს კეტავდნენ, კონტრშეტევებს არასწორად ვავითარებდით, ერთმანეთს ხელს ვუშლიდით, პოზიციებზე ფეხბურთელები მთლად კარგად არ იყვნენ დაყენებული, რატომღაც გრძელ პასებზე უარს ვამბობდით, განაპირა მცველები შეტევაში არაპროდუქტიულები იყვნენ...

შემდეგ რა ხდება? ცუდი არაფერი, ეს სამუშაო პროცესია, კატასტროფა და გამოუსწრებელი არაფერია. თითოეული ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთში მთლად კარგად ვერ ითამაშა, ნიჭიერია, ტალანტი ყველას აქვს. რისი შეცვლაც სჭირდებათ, რთული არაა, მონდომება და შრომა სჭირდებათ. მწვრთნელიც ახალი, ჯერ სწავლობს გუნდს, ფეხბურთელებს, ძნელია 2 დღეში ხელი დაატყოს. იმედია ცვლილებებს დავინახავთ, ფლანგები გააუქტიურდებიან, მხოლოდ ცენტრის გავლით შეტევის დაწყებას არ ვეცდებით და რისკსაც ვიხილავთ. გავრისკავთო, რაც შვედეთში ვნახეთ, რისკი არ იყო და გულზე ხელი დავიდოთ, პირველ მატჩში სანიოლს არც უნდა გაერისკა. მეტოქის შეცდომებს არ დაველოდებით და შევუტევთო, მომენტები მეტოქის შეცდომის შედეგად შეგვექმნა.

ყველაფერი წინ გვაქვს, სანიოლს ცუდად არ დაუწყია, ცვლილებების არ ეშინია და იმედია, კარგ გუნდსაც დააყენებს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა კარგი ანალიზია თამაშის, დიდი მადლობა სტატიის ავტორს!!
0
ძალიან მომეწონა ასეთი დეტალური ანალიზი, ზოგი შეფასება საკამათოა, მაგრამ მცდელობა ასეთი ანალიზის დაწყების ვფიქრობ მისასალმებელია. უნდა მორჩეს უაზრო და უსაგნო ლანძღვა ფეხბურთელების და მწვრთნელების.
გიზოგ
16:53 27-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული