სანიოლი: მამარდაშვილი?!... ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
კოსოვოსთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როცა თამაში მაყურებლის გარეშე იმართება, თუმცა რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ. ჯერჯერობით მხოლოდ კოსოვოსთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და ესპანეთის ნაკრებზე ამის შემდეგ ვიმსჯელებთ.

ჩემთვის რთულია, ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო კამპანია ახლა შევაფასო. უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოერგებიან ისინი ახალ კლუბებს.

გიორგი მამარდაშვილით ძალიან ვამაყობ, ის ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, თუმცა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. რაც მე საქართველოს ნაკრებში ვმოღვაწეობ, გიორგი ლორია პირველი ნომერია, მისით კმაყოფილი ვ
არ და ცვლილების აუცილებლობა არ დგას. თუმცა წინ სამი მატჩია. ლაზარე კუპატაძემ რუმინეთის წინააღმდეგ მშვენიერი შეხვედრა გამართა. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი მაკარიძეც. ასე რომ, ამ პოზიციაზე არ გვიჭირს.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მან ტრავმის გამო უკანასკნელი შეხვედრები გამოტოვა. ის განაცხადში გამოჯანმრთელების იმედად შევიყვანეთ, თუმცა არ გამოვიდა. "რუბინის" განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი... კვარაცხელია ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, იმედია, წარმატებებს მის გარეშეც მივაღწევთ.

ზოგიერთი ფეხბურთელი ქვეყნიდან შორს თამაშობს და გვიან გვიერთდება. ერთ-ერთი ასეთი სწორედ ყაზაიშვილია. ვაკოს გამოძახება ადრეც მსურდა, მაგრამ ვერ მოხერხდა.

კიტეიშვილმა, კაშიამ და ხოჭოლავამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, თუმცა დღეს გუნდთან ერთად იქნებიან.

გვყავს მოთამაშეები, მაგალითად, გურამ გიორბელიძე, რომელსაც დრეზდენის "დინამოში" ჯერ არ უთამაშია; გიორგი აბურჯანია ახლახან მომჯობინდა. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და მაინც გამოვიძახეთ. რა თქმა უნდა, პრაქტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა გვაქვს მაგალითები, როცა უთამაშებელმა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ბევრი არ უთამაშია, თუმცა კარგია, რომ დაბრუნდა. ის 90 წუთით სათამაშოდ ახლა მზად არაა, მაგრამ კარგია, რომ თანაგუნდელებთან ერთადაა.

გიორგი წიტაიშვილი ახალ გუნდში ბევრად მეტს თამაშობს და ახლა მისი გამოძახება სწორი იყო. მისი ამპლუის ბევრი მოთამაშე არ გვყავს.

ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც უფრო მაღალი დონის გუნდში ითამაშებდა. მე რომ რომელიმე კლუბის პრეზიდენტი ვიყო, ოთარს აუცილებლად შევიძენდი.

კოსოვოს ნაკრები ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა წარმატების იმედი გვაქვს".

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩი ბათუმში 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

altკოსოვოსთან მატჩის ჩვენებური შემადგენლობა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
კიტეიშვილის შტურმი ევროპა ლიგაზე ურთილეს ჯგუფში მოხვდა მონაკო სოსიედადი და პსვ-ა შტურმის მეტოქეები ასე რომ ამ ჯგუფში კარგი თამაში ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი წარმატებებს ვუსურვებ კიტეს ნაკრებში პირველ რიგში და შემდგომ კლუბში იმედი მაქვს ნაკრებშიც და ევროპალიგაზეც თავს გამოიჩენს და შემდეგ სეზონში ტოპლიგაში გადავა ის ამას ნამდვილად იმსახურებს მთავარია ასე გაგრძელოს როგორც დაიწყო ამ სეზონში.
ზაზა
17:58 01-09-2021
0
ნახევარი მილიონი ადამიანია აცრილი რატო არ დაუშვეს აცრილები მაინც? ბნელა? აშკარა საბოტაჟია, არ უნდა იყოს წარმატებული არაფერი ამ ქვეყანაში, ჩვენივე ხელით გვიკეთებენ
ნიმბუსი
18:25 01-09-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული