მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
აღნიშნულ დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ისრაელის კლუბ "ნეს ტზიონას" ფორვარდი ლევან კუტალია გამოეხმაურა:
"პირველი იმით მინდა დავიწყო რო დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო რამხელა ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის ამ დღეს როცა თამაში გაქვს თავი უნდა მოიკლა რო არ წააგო კი არა უნდა მოიგო თამაში რო ხალხი მცირედით გაახარო...
მეორე რამდენი წელია კიდე არ მოგვიგია თამაში არც გვახსოვს… იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების
ფორმა რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს,ფეხბურთია მესმის არ გამოგივიდეს თამაში მაგრამ ბრძოლა ჟინი უნდა გეტყობოდეს!", - წერს კუტალია.
ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, დაცვა გვყავს უსუსტესი და ამას უნდა მივხედოთ.