"იქნებ, ისეთ ხალხს მოგვცეთ შანსი, რომელიც ნაკრების ფორმას ჩაიცვამს და თავს შეაკლავს" - ლევან კუტალია საქართველოს ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ისრაელის კლუბ "ნეს ტზიონას" ფორვარდი ლევან კუტალია გამოეხმაურა:

"პირველი იმით მინდა დავიწყო რო დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო რამხელა ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის ამ დღეს როცა თამაში გაქვს თავი უნდა მოიკლა რო არ წააგო კი არა უნდა მოიგო თამაში რო ხალხი მცირედით გაახარო...

მეორე რამდენი წელია კიდე არ მოგვიგია თამაში არც გვახსოვს… იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების
ფორმა რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს,ფეხბურთია მესმის არ გამოგივიდეს თამაში მაგრამ ბრძოლა ჟინი უნდა გეტყობოდეს!", - წერს კუტალია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
არაფერიც არ ხდებოდა, ერთი ჩვეულებრივი ანტიფეხბურთის სადემონსტრაციო მატჩი იყო! იმ მსაჯს, რომ ვარში ის პენალტი არ ამოეჩიჩქნა არც არაფერი მოხდებოდა, არც მეორე გოლი იქნებოდა, მორიგი ნულოვანი ფრე! ისე რა გახდა ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების დეტალური გარჩევა, ჰკითხეთ აზრი ჟურნალისტებო, ნუ გრცხვენიათ! მე პირადად ვხედავ, რომ ფეხბურთელებს ელემენტარული ტექნიკური არსენალი არ გააჩნიათ! ცენტრალურ ნხაევარმცველებს ბურთის დაჭერა და გაკონტროლება არ შეუძლიათ! დაცვიდან ბურთის ამომტანი კაცი არ გვყავს!!! გამთამაშებელი არ გვყავს. ამ მხრივ იმედები ჩაკვეტაძეზე გადაჭარბებულია! მოკლედ, არც მაჩაიძე გვყავს (ბურთის დამჭერი და კარში დამრტყმელი) და არც გამთამაშებელი (კახი ასათიანი, დავით ყიფიანი)! გუშინ მოედანზე მხოლოდ ერთი ნამდვილი ფეხბურთელი იყო - ოქრიაშვილი! მოკლედ ველით ქართველი მწვრთნელების და სხვა სპეციალისტების შეფასებებს!
SILVERMARCS
10 ოქტომბერი 2021 21:53
0
ვეთანხმები ამ კაცს, გულით თუ ამბობს
ირაკლი
10 ოქტომბერი 2021 21:04
0
ბოლო ბოლო აუკრძალეთ უკან პასის გაკეთება. ატანილ ბურთს რომ მეკარემდე ჩამოიტან ეგაა თამაში. ასწავლეთ კორპუსით ბურთის ტარება. წინ შეგორებული პასები და შორიდან კარში დარტყმები.
kaxa
10 ოქტომბერი 2021 14:45
3
ვინმეს ჰგონია რომ კვარა და ჩაკვე გამოდიან და თავს ზოგავენ, არ უნდათ თამაში და გულშემატკივრის ემოცია? ეს რა პოპულისტური განცხადებაა. აი ასეთები ზუსტადა რომ არუნდა გამოიძახო.
ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, დაცვა გვყავს უსუსტესი და ამას უნდა მივხედოთ.
Thomas
10 ოქტომბერი 2021 14:44
19
თავდასხმას ბურთი თუ არ მიაწოდე ვერ იქნება ვერანაირად უკეთესი. არ უნდა გესწავლებოდეთ ეგ.
Thomas
10 ოქტომბერი 2021 16:05
1
თავდასხმა ხომ გვავს დაცვაზე უკეთესი
Johnas
10 ოქტომბერი 2021 15:17
1
ყველა გამოხმაურება
ამათ სხეულში სისხლის მაგივრად,ზეთი მიედინება,სხვანაირად ვერ ახსნი! ისიც ამორტიზირებული!!!!!!!!!!!!
ზვიო
10 ოქტომბერი 2021 13:27
1
არაასწორია ესე ილაპარაკო ბიჭებზე მოქმედმა ფეხბურთელმა, მარტო მონდომება და ჟინი არაა საკმარისი როცა მოწინააღმდეგე კლასში ბევრად ჩამოუვარდები!! ბერძნებმა ერთი რა დაგვახიეს ბურთი თავზე თუ რა ქნეს, გვაჯობეს კი და ბოლოს გაუმართლად გიორბელიძემ უაზრო პენალტი აიკიდა და მოიგეს. კვარა და ჩაკვე ამოკეტეს და ბურთის მიმწოდებელი არავინ იყო მიქაუტაძეზე თან სხვები რომ არაფრისმაქნისები იყვნენ ხვდებოდნენ ბერძნები და ამას სანიოლმა ვერაფერი დაუპირისპირა!
zaza
10 ოქტომბერი 2021 13:02
8
მორაგბეებიც აგებენ თამაშებს მაგრამ ბოლომდე სულს და გულს დებენ თამაშში, ბოლომდე იხარჯებიან და ეტყობათ, რომ საქართველო უყვართ, თქვენც ხომ გიყვართ სამშობლო, მოინდომეთ და თქვენს თავს აჯობეთ, ასეთი უსახური თამაშის შემყურე თქვენს საყურებლად სტადიონზე მალე აღარავინ მოვა. რაც ფეხბურთში ფინანსები იხარჯება ჯობია რაგბს, ძიუდოს, ძალოსნობას, ჭიდაობას, კალათბურთს და წყალბურთს მოხმარდეს.
დათო
10 ოქტომბერი 2021 12:47
4
იქნებ 2-3 წლით ტაიმაუტი აგვეღო? ტყუილად რატომ ვხარჯავთ ფულს წაგებაში? არ ჯობია ეს ფული ახალგაზრდულ ნაკრებებს, რაგბსა და ჭიდაობის სახეობებს მოვახმაროთ? გამოდის რომ ფეხბურთი ჩვენი თამაში არ ყოფილა, ჭიდაობა კი ჩვენი სპორტია. ფეხბურთის ნაკრები კი მაშინ ჩამოვაყალიბოთ 2-3 კაცი ტოპგუნდში რომ გვეყოლება.
ჟორა გაბრიჭიძე
10 ოქტომბერი 2021 12:28
6
მაგარი.კაცი ხარ. რასაც ფიქრობ ყოველტვის იმას ამბობ
rene
10 ოქტომბერი 2021 10:56
4
შენისთანა გამყიდველის ადგილი არაა ნაკრებში, გაიხსენე აბა მარტვილის მერანი, რატო გცემა კლუბის დირექტორმა? რამდენი თამაში გაყიდე მარტვილში ის გაიხსენე, სანამ ნაკრებში თამაშის ამბიცია გექნება.
Ojaleshi
10 ოქტომბერი 2021 10:36
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული