U19. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ნორვეგია დაამარცხა და ელიტრაუნდში ჯგუფიდან პირველი ადგილით, გოლგაუშვებლად გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მესამე ტურში მასპინძელი ნორვეგია 1:0 დაამარცხა, მე-10 ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

26-ე წუთზე გოლი პირდაპირ კუთხურიდან გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა. 35-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და "ჩელსის" თავდამსხმელ ბრიან ფიაბემას დარტყმული ბურთი მეკარე ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულა.

აქამდე ვასილ მაისურაძის შეგირდები უელსს დაუზავდნენ (0:0), კოსოვოს კი სძლიეს (1:0).

ევრო 2022-ის ფინალური ეტაპი ზაფხულში სლოვაკეთში ჩატარდება.

ლავრიკი. "ფრამპარკენი“
ნორვეგია - საქართველო 0:1
გოლი: გ. მამაგეიშვილი (26)
გამოუყენებელი პენალტი: ფიაბემა (35)

საქართველო: ხარატიშვილი, პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი 75), გაგნიძე, გეგუჩაძე (კეკელიძე 90+3), ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე (იობაშვილი 75), გვიშიანი (უგრეხელიძე 75)

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ეს ბიჭები მომავალში იტყვიან თავის სიტყვას, რა დროს ამათი ეროვნული ნაკრებია თავიანთ ქართულ კლუბებში არ არიან ძირითადში. კვარამ და დავითაშვილმა გვახსოვს რა ბრძოლა გაუმართეს ფრანგებს. ახალგაზრდული ნაკრებია პრიორიტეტი და ევროპის ფინალურ ეტაპზე. ეროვნულ ნაკრებში უფრო კაცები უნდა თამაშობდნენ და არა როგორც ჩვენთან არის კვარას აკიდებენ ტვირთს და პატარა ბიჭების იმედზე ვართ. ნაკრების განვითარება ახალ სახეების გამოჩენასთან არის დაკავშირებული.
zaza
20:24 12-10-2021
1
ხო ჯობია მოვკიდოთ ხელი ამ ბავშვებს და მთავარ ნაკრებში ესენი გამოიძახონ კი წააგებენ თამაშებს მაგრამ 9წელი ნამდვილად არ დასჭირდებათ თამაშის მოსაგებად და თან უფრო მალე გავუკვალავთ გზას ევროპაში სათამაშოდ!!! ყელშია უკვე ამ ქვილითაიას და მსგავსი უაზრო ვაი ფეხბურთელების ყურება
რომა
19:57 12-10-2021
8

სიახლეები პოპულარული